ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუ “სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა” იყო.
“როგორი სასიამოვნოა, როდესაც უსმენ ადამიანს და ხვდები, რომ ვიღაცას კიდევ შეუძლია სახელმწიფოებრივად აზროვნება, ზოგადად აზროვნება და ორი საწინააღმდეგო აზრის ერთდროულად განთავსება საკუთარ გონებაში. საოცარი ინტელექტუალური სიღატაკით გამორჩეული პოლიტიკური დისკურსის ფონზე ჩვენს გარშემო, გრიგოლ ვაშაძის დღევანდელი ინტერვიუ, ნამდვილად სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა იყო”, — წერს სამადაშვილი ფეისბუქზე.
ცნობისთვის, გუშინ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობით თითქმის მომზადებული დიალოგი ოცნებასა და ოპოზიციას შორის, ჩაიშალა.
ვაშაძე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ვერ დაასახელებს იმ საელჩოების წარმომადგენლებს, რომლებიც ცდილობდნენ, რომ დიალოგის შუამავლები ყოფილიყვნენ.
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არ იციან, რა მოლაპარაკებებზე საუბრობს გრიგოლ ვაშაძე.