გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა მერაბ კობიაშვილი გაამართლეს

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა მერაბ კობიაშვილი გაამართლეს.  ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებით, კობიაშვილი მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების მიზნით და თავს იცავდა.

დაცვის მხარის ამტკიცებდა, რომ მერაბ კობიაშვილს მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია და ის ჩხუბში სხვას აშველებდა, რა დროსაც თავს რამდენიმე ადამიანი დაესხა, კობიაშვილი კი მათ მოგერიებას ცდილობდა.

2020 წლის 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა კაცი მოკლეს, ერთი ადამიანი კი დაჭრეს. საქმეზე სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს.