გუმათში დაკავებული აქტივისტების სასამართლო გადაიდო – დაკავებულები გაათავისუფლეს

გუმათში დაკავებული ” რიონის ხეობის მცველების” სასამართლო პროცესი გადაიდო.  დაკავებული 8 აქტივისტი გათავისუფლებილია, შუამდგომლობა გადადების შესახებ ადვოკატებმა დააყენეს.

სხდომა 4 ივნისამდე გადაიდო.

ცნობისთვის გუშინ, 27 მაისს, შსს-მ გუმათში აქციაზე 8 აქტივისტი დააკავა. მათ გამოძიება პოლიციელებისთვის დაუმორჩილებლობას   და წვრილმან ხულიგნობას ედავება.