გურამ მაჭარაშვილის აზრით, დანიელსონის მიზანი ოპოზიციის პარლამენტში შესვლაა

ქართული ოცნების დეპუტატის, გურამ მაჭარაშვილის აზრით, კრისტიან დანიელსონის მიზანი ოპოზიციის პარლამენტში შეყვანაა.

მისი თქმით, ქართული ოცნება მას საკანონმდებლო ინიციატივებით ხვდება.

“დანიელსონის მიზანი გახლავთ ევროპავშირის, ევროსაბჭოს, ეუთო–ოდირის, აირაის დასკვნები, შეფასებების და მოწოდებების უზრუნველყოფა, რომელიც ემსახურება პოლიტიკური ოპოზიციის შესვლას [პარლამენტში] და საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელებას.

ჩვენ მას ვხვდებით უკვე ჩვენს მიერ დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომელიც უზრუნველყოფს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში პოლიტიკურ პლურალიზმს, ანუ მცირე მხარდაჭერის მქონე პარტიებსაც კი ჰქონდეთ საშუალება, რომ შევიდნენ პარლამენტში. ასევე, მინიმუმ 4 დეპუტატის შეგროვების შემთვევაში შეძლონ ფრაქციის შექმნა. ასევე ჩვენ მას ვხვდებით მართლმსაჯულების რეფორმის საკანონმდებლო ინიცირებით”,- განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი საქართველოში გუშინ დაბრუნდა. ის მხარეებს შორის მოლაპარაკების პროცესს ხვალიდან განაახლებს.