გურიაში გეოლოგებისა და ჰიდროლოგები ექვსი ჯგუფი სტიქიის ზონაში მუშაობს – გარემოს ეროვნული სააგენტო

“გურიაში გეოლოგებისა და ჰიდროლოგები ექვსი ჯგუფი სტიქიის ზონაში მუშაობს” – ამის შესახებ ნათქვამია, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

“ძლიერი ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საველე სავარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი.

პროცესების განვითარებიდან უმოკლეს დროში გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებისა და ჰიდროლოგების ჯგუფი ადგილზე იმყოფებოდა; სამუშაოებში ჩართულია სააგენტოს სპეციალისტების ექვსი ჯგუფი. მიმდინარეობს არა მარტო ვიზუალური დათვალიერება, არამედ ინსტრუმენტალური მონიტორინგი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები აგრძელებენ სიტუაციის შესწავლას ადგილზე. დამატებითი ინფორმაცია საზოგადოებას ოპერატიულად მიეწოდება”, – წერია განცხადებაში.