გურიაში მანქანა ხევში გადავარდა – მამაკაცი დაიღუპა, ცოლი და 3 შვილი მძიმედ დაშავდნენ

გურიაში, აცანა-მამათის გზაზე ხევში მაღალი სიმაღლიდან ავტომობილი გადავარდა. ავარიის შედეგად კაცი გარდაიცვალა. მისი ცოლი და სამი არასრულწლოვანი შვილი მძიმედ დაშავდნენ. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილნი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია