ხუთშაბათი, 18 სექტემბერი , 2025, 06:09

გურიაში 15 წლის მოზარდს მიკროავტობუსი დაეჯახა – ის ადგილზე გარდაიცვალა

გურიაში, ოზურგეთი-ჩოხატაურის დამაკავშირებელ გზაზე 15 წლის მოზარდს გზაზე გადასვლისას მიკროავტუბუსი დაეჯახა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

მიკროავტობუსის მძღოლი პოლიციელებმა გამოკითხეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.