ზურაბ გურული: Pfizer წლის ბოლოსთვის წამალს გამოუშვებს, ეს ფინიშის ხაზზე გასვლაა

აშშ–ში მოღვაწე ქართველი ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული ამბობს, რომ ფაიზერის დირექტორმა წლის ბოლოსთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო წამლის გამოშვება დააანონსა. ექიმის შეფასებით, ეს “ფინიშის ხაზზე გასვლაა”.

“ყველაზე სასიამოვნო ცნობა ალბათ პფაიზერის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის ალბერტ ბურლას განცხადებაა, რომ წლის ბოლოსთვის კომპანია გამოუშვებს წამალს, რომელიც კოვიდის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე მიღებისას მაქსიმალურად შეამცირებს ვირუსის გამრავლების უნარს და დაავადება ძალიან მსუბუქად წარიმართება.

კლინიკური კვლევის პროცესი ამ წამლის გამოსაცდელად უკვე დაიწყო მარტის პირველ რიცხვებში და თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, FDA (აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტო) დიდი ალბათობით დაუბრკოლებლად დაამტკიცებს მისი გამოყენების უფლებას. ეს წამალი ე.წ. პროტეაზების ინჰიბიტორებს მიეკუთვნება, იმავე კლასისაა, რომლებსაც “ც” ჰეპატიტის და შიდსის სამკურნალოდ იყენებენ და თრგუნავს იმ ფერმენტს, რომელიც ვირუსს სჭირდება ადამიანის უჯრედებში გასამრავლებლად. ეს უკვე მართლა ფინიშის ხაზზე გასვლას ნიშნავს… მანამ კი გავუფრთხილდეთ ერთმანეთს”,– წერს გურული.

მისივე განცხადებით, ამერიკაში პანდემია სერიოზულად შესუსტდა, ვაქცინის გამოცდა კი არასრულწლოვნებშიც დაიწყო.

“მოზრდილთა 37 % უკვე სრულად აცრილია, 54 %-ს კი ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული. ვაქცინები მუშაობს! ფაქტი სახეზეა. ახლა მთავარია ბავშვების ვაქცინაციაც ასევე წარმატებით განხორციელდეს და დაავადების გავრცელების ყველა წყარო ამოიკეტება რამდენიმე თვეში. ამჟამად პფაიზერის ვაქცინის გამოცდა მიმდინარეობს 6 თვიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში. დიდი ალბათობით FDA მალე გასცემს ავტორიზაციას 12-15 წლის მოზარდებში ვაქცინის გამოყენებაზე”,– აცხადებს ზურაბ გურული.

ფაიზერის აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ CNBC–ს 27 აპრილს განუცხადა, რომ თუ წამლის კლინიკურმა კვლევებმა წარმატებით ჩაიარა და ეს დაადასტურა ამერიკის წამლისა და სურსათის სააგენტომ, წლის ბოლოს მისი განაწილება აშშ-ში დაიწყება. ბურლა ასევე ამბობს, რომ “ოპტიმისტურად არის განწყობილი”, რომ FDA ვაქცინის გამოყენების ნებართვას მოზარდებშიც გასცემს.

ღარიბაშვილმა ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით მრჩეველი წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალურ მრჩეველი წარადგინა. პოსტს სლოვაკეთის ყოფილი...

7 მაისი: დადასტურდა COVID-19-ის 1547 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 18 პაციენტი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 547 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 131 ადამიანი გამოჯანმრთელდა,...

შეგვიძლია ვთქვათ, რომ პიკში ვართ – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველო ეპიდსიტუაციის პიკშია. ამირან გამყრელიძის თქმით, ჯანდაცვის სექტორი ინფიცირებულთა...

ჭიჭინაძე ხელმომწერებს: გემი ჩაძირეთ, გადახტით და ახლა ბრინჯაოს მედლისთვის იბრძვით?!

"არჩევნებზე მედლებს არ არიგებენ! ამიტომ, მათ მინდა ვუთხრა, მესამე ძალის შექმნა ვინც გამოგვიცხადა და...

თბილისში 5 აფთიაქის ხელმძღვანელი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა თბილისში 5 აფთიაქის ხელმძღანელი დააკავა. უწყების ცნობით, ისინი უნებართვოდ და...

“მიმდინარეობს პატრიოტთა ალიანსის ჩანაცვლების პროცესი“–ზურაბიშვილი ლევან ვასაძის პოლიტიკაში მოსვლაზე

ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი თვლის, რომ ლევან ვასაძის პოლიტიკაში მოსვლა შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის პროექტი იყოს,...

პირველი არხის წამყვანი: ბოდიში ჩემს მაყურებელს და ბატონ ივერის

პირველი არხის ტელეწამყვანი, ირაკლი აბსანძე დავით-გარეჯის თემაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასული ფილმის გამო ივერი...

ვასაძე: რუსეთს უწევს ყოველ წელს $1.5 მილიარდამდე აჩუქოს ცხინვალსა და აფხაზეთს, მძევალია

"რუსეთი რეალურად ისეთივე მძევალია შექმნილი ვითარებისა , როგორც ჩვენ. მას უწევს ყოველ წელს მილიარდ-ნახევარ...

იშვიათი მოვლენა: ქალმა 9 ბავშვი გააჩინა, რომელთაგან ყველა გადარჩა

მალიში მცხოვრებმა 25 წლის ქალმა 9 ბავშვი გააჩინა. არადა ფეხმძიმობისას ექოსკოპიაზე ექიმებმა მხოლოდ 7 ბავშვი შეამჩნიეს. ჰალიმა სისეს მშობიარობა მაროკოში, სპეციალურ კლინიკაში შედგა, სადაც ის...

აშშ–ში მენთოლიანი და არომატიზირებული სიგარეტის აკრძალვას გეგმავენ

აშშ–ს კვების პროდუქტებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში მენთოლიანი და არომატიზირებული სიგარეტების წარმოებას და გაყიდვას მთლიანად აკრძალავს. ამ პროდუქციის ძირითადი მომხმარებლები...

გოგო ალბინიზმით ჩინური თავშესაფრიდან Vogue-ს მოდელი გახდა. ნახეთ მისი ისტორია

სიუელი ბავშვობისას მშობლებმა ბავშვთა სახლის კართან დატოვეს. ჩინეთში ზოგიერთი ალბინიზმს წყევლად თვლის. ამ იშვიათ  გენეტიკურ მოვლენას იმ პიგმენტის სრული ან ნაწილობრივი არქონა ახასიათებს, რომელიც კანს...