“გუშინ ვნახეთ მატყუარა, ფლიდი ადამიანი, რომელიც არ ზოგავს თავისივე თანაგუნდელებს და თავის დანაშაულს მათ აბრალებს. ეს პირველი არ არის მისთვის, მან ადრე თქვა, რომ არ იცნობს მეგის ქარდავას – მთავარ მწამებელს, თუმცა ეს არის ადამიანი, რომელიც სააკაშვილს 2-ჯერ ჰყავს დაჯილდოებული, ერთხელ ღირსების ორდენით და მეორედ, ვახტანგ გორგასლის მეორეხარისხის ორდენით, რაც უმაღლესი საბრძოლო ჯილდოა.

ის მზად არის ყველას ყველაფერი დააბრალოს, ოღონდ მას პასუხისმგებლოა არ შეეხოს. შესაძლოა  ვიხილოთ, თითქოს მან არ იცოდა, რომ თემურ ჯანაშია აგზავნიდა სახელმწიფო თვითმფრინავს სახელმწიფოს ხარჯით, რათა მისთვის მასაჟისტი ჩამოეყვანა გერმანიიდან და შესაძლოა, ვიხილოთ, რომ მან არ იცოდა, მის კერძო ვიზიტებში, ერთ ღამეში სასტუმროში 18 000$-ს იხდიდნენ”

ამბობს “ქართული ოცნების” დეპუტატი, სოზარ სუბარი საქართველოს მესამე პრეზიდენტზე.