19 თებერვლის ღამით რუსეთმა უკრაინას შაჰედის ტიპის 4 დრონით შეუტია, მათგან უკრაინამ ყველა გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ტელეგრამ-არხზე ავრცელებს.
“გუშინ ღამით რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის მასშტაბით 4 Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს. უკრაინის საჰაერო ძალების ნაწილებმა ყველა მათგანის ჩამოგდება შეძლეს.მტერმა უპილოტო საფრენი აპარატები ბელგოროდის რაიონიდან ხარკივის ოლქის მიმართულებით გაუშვა”, – ნათქვამია განცხადებაში.