დააკავეს კაცი, რომელმაც 12 წლის გერის ოთახში კამერა დაამონტაჟა და კადრები გაავრცელა

არასრულწლოვანის პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვების, შენახვის და გავრცელების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. უწყება ბრალდებულისთვის აღვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა, მასთან ერთად მცხოვრები 12 წლის არასრულწლოვანი გერის საძინებელ ოთახში ფარული ვიდეო ჩამწერი მოწყობილობის დამონტაჟების გზით, უკანონოდ მოიპოვა, შეინახა და გაავრცელა მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს შემცველი მასალა.პროკურატურამ მომართვისთანავე დაიწყო გამოძიება, მყისიერად ჩაატარა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გამოიკითხნენ დაზარალებული და სხვა მოწმეები. პროკურატურის თანამშრომლებმა ამოიღეს ელექტრონული მოწყობილობები, სადაც აღმოჩნდა დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები, რის შემდეგაც, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ბრალდებული დააკავეს”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

დანაშაული 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.