დააკავეს რადას პრორუსი დეპუტატი – ის უკრაინის ჯარის პოზიციებზე რუსეთს ინფორმაციას აწვდიდა

უკრაინაში დააკავეს რადას პრორუსი დეპუტატი,  რომელიც უკრაინის ჯარის პოზიციებზე რუსეთს ინფორმაციას აწვდიდა. დაკავებული პოლიტიკოსი, ნესტორ შუფრიჩია. ინფორმაციას უკრაინის ექსპრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ყოფილი მრჩეველი, იური ბირიუკოვი ავრცელებს.

„ის, ვინც შუფრიჩი დააკავა, არის 206-ე ბატალიონი, ჩვენი პოზიციების გადაღება სულელური და საშიში საქმეა – წერს ბირიუკოვი.

აქვე შეგახსენებთ, რომ შუფრიჩი ერთ-ერთ უკრაინულ გადაცემაში,  უკრაინულ ჯარს ომის პროვოცირებაში ადანაშაულებდა, რის შემდეგაც ის პირდაპირ ეთერში სცემეს.