“ჩვენ სააკაშვილისგან მიჩვეული ვართ ზოგადად წინასაარჩევნო საჩუქრებს, მაგრამ ასეთი საჩუქარი ალბათ, მაინც უნიკალურია. დაახლოებით 7%-იანი შეიძლება იყოს ეს საჩუქარი, რაც გაგვიკეთა დღეს სააკაშვილმა.
ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო განცხადებები იმ ადამიანის მხრიდან, რომელიც დღემდე ქართულ პოლიტიკაში ახორციელებს ქართველი ხალხისთვის მოპარული ფულის ინვესტირებას. მას აქვს ასეულობით მილიონი წაღებული საქართველოდან და დღემდე აბანდებენ ამ ფულს ქართულ პოლიტიკაში, თუმცა ეს ინვესტიციებიც არის წარუმატებელი, ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო კაცი, თავისი სამარცხვინო პოლიტიკური პარტიით და მისი განცხადებების მნიშვნელობა არის ერთადერთი, საჩუქარი “ოცნებისთვის”, ეს რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ჩვენი მხარდამჭერების კიდევ უფრო მობილიზაციას. რომ ჩამოვიდეს, ის მოხვდება სათანადო დაწესებულებაში”
აცხადებს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე. ცნობისთვის, დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საარჩევნოდ საქართველოში ჩამოვა, დაპატიმრების კი არ ეშინია.