თეოლოგი ბასილ კობახიძე სასულიერო პირის კორონავირუსით დაინფიცირებას ეხმიანება. მისი თქმით, წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძარი, სადაც ინფიცირებული წირვაზე იმყოფებოდა, 48 საათით დაკეტეს, რათა აღდგომას ისევ გახსნან.
კობახიძე ამბობს, რომ კარანტინის დროს დანარჩენ ეკლესიებს ,,ფანატიკური კაპრიზის და მკვლელი ინფანტილიზმის გამო” არ კეტავენ.
,,მღვდელს დაუდგინდა კორონავირუსი. მსახურობს წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძარში ფილარმონიასთან. ეს ეკლესია და გვერდით ლურჯი მონასტერი დაკეტეს კარანტინზე 48 საათით. ანუ შეიძლება ხომ ეკლესიის დაკეტვა კარანტინზე. დანარჩენებს რატომ არ კეტავენ? ფანატიკური კაპრიზის და მკვლელი ინფანტილიზმის გამო. თან ეს ორი ეკლესიაც მხოლოდ 48 საათით დაკეტეს, რათა აღდგომას მაინც გახსნან, შეკრიბონ ხალხი და დაავირუსონ. დაბოღმილი ილია მეორის კაპრიზებს უნდა გადავყვეთ ყველანი?”, – აცხადებს კობახიძე.
ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სასულიერო პირმა რამდენიმე დღის წინ წირვა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის რუსულ ტაძარში სხვა მღვდლებთან ერთად ჩაატარა.
იოანე ღვთისმეტყველის სახელობის რუსული ტაძარი ვერის პარკთან, ქიაჩელის ქუჩაზე ამ დროისთვის დაკეტილია. იქ ღვთისმსახურება არ მიმდინარეობს.