პარასკევი, 20 სექტემბერი , 2024, 03:58

დადიანის ქუჩაზე, კორპუსის სარდაფში ცხედარი იპოვეს

“ფორმულას” ინფორმაციით, თბილისში, დადიანის ქუჩაზე, ერთ-ერთი კორპუსის სარდაფში ადამიანის ცხედარი იპოვეს.

ადგილობრივებმა პოლიციას მძაფრი სუნის გამო მიმართეს.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და სამართალდამცველები იმყოფებიან.

სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.