”აქაც შეიძლება, დაელაპარაკონ ბანკებს და განაწილება გაუკეთონ, რავიცი, ეგრეც არ მგონია, პრობლემა იყოს, ხომ? მთავარი რა არის – ყველა იმ ოჯახისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, მგზავრობა არის უფასო ან იხიდიან 10-20 თეთრს. ეს არის ჩემთვის ყველაზე მთავარი, პრინციპული და მნიშვნელოვანი.”

ამის შესახებ, თბილისის მერმა კახა კალაძემ იმედის ეთერში ისაუბრა. ის კვლავ ამტკიცებს, რომ მერიის მიერ შემოღებული ახალი სისტემით საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა არ ძვირდება.