დავაკავეთ დედა-შვილი, რომლებიც მოქალაქეებს ბინებსა და სხვა შემწეობებს ჰპირდებოდნენ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, რომლებიც დედა-შვილი არიან, მოქალაქეებს თანხების მოტყუებით მითვისებისა და ნდობის მოპოვების მიზნით ეცნობოდნენ, როგორც ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები. შსს-ს ცნობით, ისინი 30-ზე მეტ მოქალაქეს დაჰპირდნენ, რომ სოციალურად დაუცველისა და დევნილის სტატუსის მოპოვებაში დაეხმარებოდნენ. ასევე, ჰპირდებოდნენ საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაში ჩართვას და ბინებით უზრუნველყოფას, რის სანაცვლოდაც თითოეულ მოქალაქეს მოტყუებით გამოართვეს და მიითვისეს თანხები – 2 000 ლარიდან 10 000 აშშ დოლარამდე.

“გარდა ამისა, ბრალდებულებმა, თითქოსდა მისაღებ საცხოვრებელ ფართებში ავეჯის განთავსების სანაცვლოდ, ამავე მოქალაქეებისაგან დამატებით, მოტყუებით მიითვისეს ფული — 500-500 ლარის ოდენობით. სამართალდამცველებმა, კომპლექსური საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, მ. კ. და ი. ზ. თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს”, – აცხადებენ უწყებაში.

ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის დაუფლებით მიზნით ჩადენილ თაღლითობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ქართული ოცნების დამაჯერებელი გამარჯვება საქართველოს გამარჯვება იქნება – გახარია

პრემიერი გიორგი გახარია ამბობს, რომ მას კვლევები არ სჭირდება, რადგან გრძნობს, რომ ქართული ოცნება...

ზუგდიდში პოლიციამ მიიღო დავალება – წვეთი სისხლი არ დაღვრილიყო, ეს შეასრულეს – გახარია

პრემიერი გიორგი გახარია ამბობს, რომ ზუგდიდში საქართველოს ბანკზე თავდასხმის დროს, პოლიციამ დავალება მიიღო, რომ...

გახარიამ და გომელაურმა წალენჯიხაში პოლიციის შენობა გახსნეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ და შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა წალენჯიხის პოლიციის სამმართველოს ახალი...

თბილისის ქუჩები, რომლებსაც ხვალ ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 28 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად ქსელზე ახალი აბონენტების მიერთებას ასახელებს. ვაკის რაიონი 10:00...

რომელი პირბადეა ეფექტიანი და როგორ უნდა გამოვიყენოთ ის – ზახაშვილის რეკომენდაცია

გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი, ხათუნა ზახაშვილი საზოგადოებას რეკომენდაციებს აძლევს, როგორ უნდა გამოვიყენოთ პირბადე სწორად. ზახაშვილი...

ამირან გამყრელიძე საეკლესიო პირებს და მრევლს თხოვნით მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საეკლესიო პირებს და მრევლს თხოვნით მიმართა, მაქსიმალურად იყოს...

დიდი მკურნალობა არ სჭირდებათ- გამყრელიძე ბინაზე დატოვებულ კოვიდინფიცირებულებზე

"დიდი მკურნალობა არ სჭირდებათ"- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ბინაზე დატოვებულ...

ჩვეულებრივი მოხმარების ნიღბებს შორის სამშრიანი სამედიცინო ნიღაბი ყველაზე ეფექტურია – ზახაშვილი

"ჩვეულებრივი მოხმარების ნიღბებს შორის სამშრიანი სამედიცინო ნიღაბი ყველაზე ეფექტურია"- დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

“საქართველოს შეუძლია ისწავლოს არა საკუთარ, არამედ სხვის შეცდომებზე“–ზურაბ გურულის და ნანა გეგეჭკორის ერთობლივი სტატია კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილებაზე

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ზურაბ გურული და მისი კოლეგა, ასევე ამერიკაში მცხოვრები ექიმი–კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, რო­მე­ლიც უკვე...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო