კონტრტერორისტულმა ცენტრმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაური, საქართველოს მოქალაქე მალხაზ პაქსაშვილი დააკავა. ინფორმაციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
“კონტრტერორისტული ცენტრის, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი ღონისძიებების შედეგად გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა საქართველო 2013 წელს დატოვა, სირიაში გაემგზავრა და ტერორისტულ ორგანიზაცია “ისლამურ სახელმწიფოს” შეუერთდა.
2013-2015 წლებში იგი ე.წ. “სამხედრო ემირების”, ძმებ ცეზარ და ცისკარა ტოხოსაშვილების დაჯგუფებაში ირიცხებოდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ თავდასხმებსა და სამხედრო ოპერაციებში”. – წერია სუს-ის განცხადებაში.