დიდი ოდენობით ქურდობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული უკრაინის მოქალაქე რ.პ დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 17 აგვისტოს ბრალდებულმა, თბილისში, სხვადასხვა ქუჩაზე განთავსებულ კრიპტომატში ლამინირებული 100-ლარიანი კუპიურის გამოყენებით, საკუთარ კრიპტოვალუტის საფულეზე – ჯამში 30 900 ლარი ჩარიცხა” – წერია შსს-ის განცხადებაში.
დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.