დავაკავეთ პირი, ვის ბინაშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დაკავებულია ის ადამიანიც, ვის ბინაშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა თბილისში. მას დანაშაულის დაფარვას ედავებიან.

„გამოძიების ფარგლებში თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, ასევე დაკავებულია საცხოვრებელი ბინის მეპატრონე 1958 წელს დაბადებული პირი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს”, – აცხადებს შსს.

მათივე ცნობით, სააკაშვილი გლდანი-ნაძალადევის ტერიტორიაზე დააკავეს.