დავაკავეთ რუსეთის მოქალაქე, რომელსაც 7 კილოგრამი ჰეროინი გადაჰქონდა -შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე – 1979 წელს დაბადებული ა.ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“სამართალდამცველებმა ა.ა. ლაგოდეხი-ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე იმ დროს დააკავეს, როცა მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ გადაჰქონდა. პოლიციამ დაკავებულის ხელჩანთის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო 7 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“. ამოღებული ნარკოტიკული საშუალების ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე 2 მილიონამდე ლარს შეადგენს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც ჩანს, მოსახლეობასთან კომუნიკაცია არ არის საკმარისი – დავითაშვილი ნამახვანჰესზე

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ნამახვანჰესის აშენება ექსპერტების დასკვნის შედეგად მიიღეს. "კიდევ ერთხელ...

სასიხარულო ინფორმაცია – გამოჩნდა პირველი ვაქცინირებული ტურისტების ნაკადი – თურნავა

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ ისრაელიდან ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი გამოჩნდა. მისივე თქმით, 19,...

აღმოჩნდა, რომ პარტიებმა საკუთარი ამომრჩეველი მეტწილად გადააგდეს – მეგრელიშვილი

პარტია გირჩის ერთ–ერთი ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ პარტიებმა საკუთარი ამომრჩეველი მეტწილად "გადააგდეს". "აღმოჩნდა რომ...

თუ გაუარესდება ვითარება, იძულებული გავხდებით, გარკვეული შეზღუდვები დავაბრუნოთ – პრემიერი

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თუ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდება, იძულებული იქნებიან, გარკვეული შეზღუდვები...

ფსიქიკურ ცენტრში პაციენტები დაცული არ არიან არაადამიანური მოპყრობისგან – ომბუდსმენი

პანდემიის ფონზე, სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში არსებული ეპიდემიოლოგიური...

ანაკლიის პორტისთვის უახლოეს მომავალში ახალი ინვესტორის შერჩევას დავიწყებთ – პრემიერი

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტისთვის უახლოეს მომავალში ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის...

მინისტრები ჩადით ადგილზე და გაესაუბრეთ მოსახლეობას – ღარიბაშვილი ნამახვანჰესზე

პრემიერ–მინისტრმა ღარიბაშვილმა ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილს დაავალა, ჩავიდნენ ნამახვანჰესის მშენებლობის ადგილზე და ადგილობრივ...

საგამოძიებო კომისია, საარჩევნო რეფორმა – რა “პროგრესით ჩავა” ღარიბაშვილი ბრიუსელში

ქართული ოცნების დეპუტატი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია "ნორმალურ კალაპოტში მოექცა", როდესაც კონსტრუქციული დიალოგის...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. შესაბამისი შეკითხვით „კოვაქს პლატფორმას“ „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა. როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო