დავბომბეთ რუსების 27 პოზიცია – უკრაინა

გუშინ, 13 ნოემბერს, უკრაინის საავიაციო, საარტილერიო და სარაკეტო ძალებმა 27 დარტყმა მიაყენეს რუს ოკუპანტებზე უკრაინის ტერიტორიაზე. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 13 ნოემბერს ფეისბუქზე ავრცელებს.

“უკრაინის ავიაციამ დღის განმავლობაში მტრის 16 პოზიცია დაბომბა – პერსონალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის 10 უბანი, ასევე მოწინააღმდეგის საზენიტო-სარაკეტო სისტემების ექვსი პოზიცია”, – ნათქვამია განცხადებაში.