“დავესესხები კოლეგებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან, რომლებიც ამბობენ, რომ ყველა ვაქცინა არის ვაქცინა. აქედან გამომდინარე, ექსპერტები არ ვაზუსტებთ, რომელი არის ჩინური და რომელი არის სხვა. ფაიზერთან მიმართებითაც იყო არაერთი მოსაზრება, რომ მისი მესამე დოზით ვაქცინაციაც არის მნიშვნელოვანი იმუნიტეტის მეტი მდგრადობისთვის. ასევე, ვიცით რომ რევაქცინაციის პროცესი შემდეგ წლებშიც იქნება საჭირო. ჩინურ ვაქცინასთან მიმართებაშიც არის სხვადასხვა მოსაზრება. ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ფართომასშტაბიანი სამეცნიერო გამოცდილებით”
ამბობს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჩინური ვაქცინების შესახებ.