დავით გარეჯთან პირდაპირ ქედზე გამოატარეს საზღვარი, მაშინ როდესაც, ქედის ქვევით – დაახლოებით 500 მეტრში უნდა გამოეტარებინათ – ღარიბაშილი

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული საზღვრის  გარკვეულ მონაკვეთებზე დაკავშირებულ კარტოგრაფიული რუკების საკითხზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ნამდვილი რიცხვები“ ისაუბრა.

 

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ეხება უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართულ მოქმედებას. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ყოფილი ხელისუფლება ღალატში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „კოლექტიურ სააკაშვილებს“ მცდელობა ჰქონდათ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის დროს გარკვეულ მონაკვეთებზე 1938 წლის ორიგინალი კარტოგრაფიული რუკის ნაცვლად 70-80-იანი წლების კარტოგრაფიული რუკები გამოეყენებინათ, რომლის მიხედვითაც საქართველოს კუთვნილი ტერიტორიის ნაწილი აზერბაიჯანის მხარეს ექცეოდა.

„ბაბაქი არის მწვერვალი, რომელიც  ჩვენს დე-ფაქტო სარგებლობაში იყო. მიადგნენ ამ მწვერვალს 2006-2007 წლებში და მაშინ უცებ გაახსენდათ, რომ უნდა გამოიყენონ 1938 წლის 1:200 000-თან შეფარდებით რუკა. ამ რუკის მიხედვით აზერბაიჯანის მფლობელობაში მოექცა აღნიშნული სტრატეგიული სამხედრო დანიშნულების სიმაღლე და გადაეცა აზერბაიჯანს. მოვიდნენ დავით გარეჯთან უდაბნოს და ჩიჩხიტურის მხრიდან და პირდაპირ ქედზე გამოატარეს  საზღვარი. მაშინ როდესაც,  ქედის ქვევით – დაახლოებით 500 მეტრში უნდა გამოეტარებინათ საზღვარი. აზერბაიჯანის მხარეს აშენებული აქვს სასაზღვრო პუნქტი, რომელიც 1938 წლის კარტოგრაფიული რუკით ჩვენს ტერიტორიაზე ხვდება.  2007 წელს აზერბაიჯანის მესაზღვრეები დააყენეს უდაბნოში და იწყება ეს გაუგებრობა მას შემდეგ. ამ კითხვას ვსვამთ ჩვენ – რატომ არ იხელმძღვანელეთ 1938 წლის რუკით?“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშილმა.
მინისტრმა კარტოგრაფიულ რუკებთან დაკავშირებით მამა კირიონთან შეხვედრა გაიხსენა, რომელმაც უთხრა, რომ ორიგინალი რუკა ქართულმა მხარემ ვერ მოიძია. „ჩვენივე ინიციატივით ვიყენებდით 70-80-იანი წლების რუკებს. თუ რომელიმე ქვეყანა გვაჩუქებს ან დააპირებს გამოთქვას სურვილი, რომ უფრო მეტი ტერიტორია მოგვცენ ვიდრე გვეკუთნის, რატომ არ ავიღებთ, ხომ?! ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანელები დარჩნენ ძალიან გაოცებულები. თქვეს, რომ ეს არ არის ორიგინალი რუკა, გავხსნათ ჩვენი არქივები და ვნახოთ რა რუკები გვაქვს. აქ არის ჩიხი უკვე. საქართველოს სახელმწიფოს მიეცა შესაძლებლობა, რომ იმ ორიგინალ რუკაზე დაბრუნებულიყო, საიდანაც უნდა წამოვსულიყავით ჩვენ რელურად, მაგრამ გავიჭედეთ იმიტომ, რომ ორიგინალი რუკები არ არსებობს. ორიგინალი რუკები გამოშვებულია ბერიას დროს და ბუნებრივია, ამ რუკების არქივი რუსეთშია.  როგორ უნდა მოვიპოვოთ ეს არქივები ოკუპანტი ქვეყნიდან?! მე ბატონ ბიძინას ვაყენებ საქმის კურსში, რომ საჭიროა ამ რუკების მოძიება. მალე ვიღებ დავალებას, რომ ასეთი პიროვნება არის დავით ხიდაშელი – შვეიცარიაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი, პატრიოტი კაცი, რომელიც სავარაუდოდ დაგვეხმარება ამ რუკების მოძიებაში“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ნიკა გვარამიამ საქართველოს ბანკზე თავდამსხმელის ვინაობა დაასახელა

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ინფორმაციით ზუგდიდში, ბანკში თავდამსხმელი სპეცოპერაციის დროს, ალყაში მოქცეული გაექცათ. ნიკა...

თუ ჩხარტიშვილმა გამოააშკარავა, რაც ხდებოდა ციხეებში, ჯილდო უნდა გადაეცეს – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ეხმიანება ტვ პირველის გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ე.წ. ციხის კადრების...

ბაღდათში ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა, 2 დაშავდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ავარიას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 2 პირი. არსებული ინფორმაციით, მერსედესის მარკის ავტომობილი...

ამერიკის ხელისუფლებამ Google–ის, Amazon–ის და Facebook–ის წინააღმდეგ სერიოზული ბრძოლა დაიწყო

ამერიკული ინტერნეტ კომპანიების მზარდმა ძალაუფლებამ ამერიკის ხელისუფლება შეაშფოთა. რამდენიმე წლიანი ყოყმანის შემდეგ ვაშინგტონმა ევროპას...

ივანიშვილი ემზადება გაყალბებისთვის, ქართველი ხალხი – გამარჯვებისთვის — სააკაშვილი

ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს რუსთავში მაჟორიტარობის კანდიდატი, დავით კირკიტაძე წარადგინა, სადაც მიხეილ სააკაშვილმა შეკრებილ მხარდამჭერებს...

ჩვენ უკვე გვაქვს ნამდვილი დამნაშავის ფოტო და ვინაობაც – ნიკა გვარამია

მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ამბობს, რომ ზუგდიდში ბანკზე თავდამსხმელის ვინაობა იცის და...

გადასატანი ყუთის მისაღებად ცესკო არ არეგისტრირებს იმ პირებს, რომლებიც არ აწყობთ – ხოშტარია

ევროპული საქართველოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია ბრიფინგზე აცხადებს, რომ ცესკო გადასატანი ყუთის მისატანად...

მიხეილ სააკაშვილს ნულოვანი შანსი აქვს, გახდეს პრემიერი – ვაშაძე

სტრატეგია აღმაშენებლის პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ქვეყნის პრემიერობის ნულოვანი შანსი...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

“საქართველოს შეუძლია ისწავლოს არა საკუთარ, არამედ სხვის შეცდომებზე“–ზურაბ გურულის და ნანა გეგეჭკორის ერთობლივი სტატია კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილებაზე

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ზურაბ გურული და მისი კოლეგა, ასევე ამერიკაში მცხოვრები ექიმი–კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, რო­მე­ლიც უკვე...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო