ელენოვკაში, დაიბომბა ციხე, სადაც რუს ოკუპანტებს უკრაინელი ტყვეები ჰყავდათ, მათ შორის “აზოვსტალის” მცველები. სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაიღუპა 47 და დაიჭრა 75 ტყვე.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებით, თავდასხმა იყო ოკუპანტების მხრიდან.
“რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში, ელენოვკაში განთავსებულ შრომა-გასწორების კოლონიაზე, სადაც უკრაინელი ტყვეები იმყოფებოდნენ, დამიზნებით და გააზრებულად განახორციელეს საარტილერიო დარტყმა.
რუსმა ოკუპანტებმა გადაწყვიტეს, საკუთარი დანაშაულებრივი ქმედება უკრაინას დააბრალონ და ასევე, გადაფარონ უკრაინელი ტყვეების წამების და მოკვლის ფაქტები” – ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.
ასევე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა სარაკეტო თავდასხმა ელენოვკაში განთავსებულ შრომა-გასწორების კოლონიაზე, სადაც უკრაინელი სამხედრო ტყვეები იყვნენ, თუმცა აცხადებენ, რომ თავდასხმა უკრაინელების მხრიდან HIMARS-ის რაკეტებით მოხდა.
დატყვევებული ”აზოველები” სწორედ ამ ბანაკში გადაიყვანეს დაბომბვამდე რამდენიმე დღით ადრე