დაიცავით რეკომენდაციები, რათა არ გამკაცრდეს რეგულაციები – მთავრობა მოქალაქეებს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ბიზნესსა და მოქალაქეებს მოუწოდებს, მაქსიმალურად დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროსა და სპეციალისტების რეკომენდაციები, რათა დამატებითი რეგულაციების დაწესება საჭირო არ გახდეს.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, საბჭოს სხდომაზე ითქვა, რომ “ვირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდა გლობალურად არსებული ტენდენციაა და ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა, თუმცა უმნიშვნელოვანესია, პროცესი მართვადი იყოს, რათა მინიმალური ზიანი მიადგეს როგორც მოსახლეობის ჯანმრთელობას, ისე – ქვეყნის ეკონომიკას”.

“საბჭოს წევრებმა ხაზი გაუსვეს, რომ ინფიცირების შემთხვევების გაზრდის მიუხედავად, მთავრობა სრულად მართავს ქვეყანაში ვირუსის გავრცელების კუთხით არსებულ ვითარებას. ამასთან, კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება ჯანდაცვის სამინისტროსა და სპეციალისტების მიერ რეკომენდაციების აღსრულების კონტროლის გამკაცრებაზე. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, თავი აარიდონ ხალხმრავალ შეკრებებს, მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცია და დახურულ სივრცეებში, ისევე, როგორც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ატარონ პირბადე” – წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 45 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 1729 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 1321 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა.

გარდაცვლილი 25-ე პაციენტი 76 წლის მამაკაცია და მას თანმდევი დაავადებები ჰქონდა

საქართველოში კორონავირუსის შედეგად 25 პაციენტი ბათუმში გარდაიცვალა. როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, 76 წლის...

ვერ გაიმარჯვებს დიდუბეში, გაქრება პოლიტიკური სივრციდან – ზურაბ ჯაფარიძე ანა დოლიძეზე

არჩევნების მეორე ტური იქნება და იქნება ჩემსა და გია ვოლსკის შორის. ჩემსა და ანა დოლიძეს შორის...

ადამიანი, რომელიც საკრედიტო პოლიტიკას ეწეოდა, მევახშეების მიმართ სანქციების ინიციატივით გამოდის – რატი იონათამიშვილი

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია პარადოქსებით გამოირჩევა. როგორც იონათამიშვილმა აღნიშნა,...

შოთა არველაძეს COVID-19 დაუდასტურდა

შოთა არველაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უზბეკური გამოცემა Tribuna.uz-ი ავრცელებს. ქართველი სპეციალისტს ტესტირება...

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 25-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 25-მდე გაიზარდა. ამის...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფონიჭალაში 11 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს და...

ალექსეი ნავალნი საავადმყოფოდან გაწერეს

ალექსეი ნავალნი ბერლინის Charité-ის საავადმყოფოდან გაწერეს, - ამის შესახებ რუსული მედია საავადმყოფოს ვებვერდზე განთავსებულ ინფორმაციაზე...

ნახევარი წელი პანდემიის გამოცხადებიდან: შესაძლებელია თუ არა კოლექტიური იმუნიტეტი და აქვს თუ არა აზრი...

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღიარა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მცდელობა უშედეგოდ დასრულდა...

სხვა სიახლეები

მზეზე აქტიურობის ახალი ციკლი იწყება. რა პრობლემები გველის დედამიწაზე

ნასა მზეზე მომეტებული აქტივობის ახალი პერიოდის დაწყების შესახებ იუწყება. მეცნიერებმა მას უკვე უწოდეს “მზის ციკლი 25“. ეს მნიშვნელვანია დედამიწის ელექტრონული ტექნოლოგიებისა და ასტრონავტებისთვის ორბიტაზე. კაცობრიობას...

ჯანმრთელობა

მეცნიერები: კორონავირუსი უჩვეულოდ მდგრადი და ელასტიური აღმოჩნდა

კორონავირუსი უჩვეულოდ ელასტიური და მაღაი ტემპერატურის მიმართ მდგრადია –ეს დასკვნა ბუდაპეშტში მდებარე ზემელვეისის უნივერსიტეტის მკვლევარების ჯგუფმა გააკეთა, რომელმაც  Sars-CoV-2–ის უწვრილესი ნემსით გახვრეტა გადაწყვიტა. მათ...

შოუ ბიზნესი

რატომ არ ყავს შარლიზ ტერონს წლების მანძილზე მეგობარი მამაკაცი

შარლიზ ტერონის ბოლო გახმაურებული რომანი მსახიობ შონ პენთან მისი ურთიერთობა იყო . ვრცელდებოდა ჭორები, რომ წყვილი დაქორწინებასაც აპირებდა, თუმცა თავად ტერონი ამას უარყოფდა. შონ...

ვიდეო