დამიყენებია თავი თქვენს ადგილზე, ალბათ ასე ადამიანურად მე ვერ შევძლებდი – წულუკიანი გომელაურს

ქართული ოცნების დეპუტატმა შინაგან საქმეთა მინისტრს უთხრა, რომ მის ადგილზე თავი ბევრჯერ დაუყენებია და უთქვამს, რომ ის “ასე ადამიანურად” ვერ შეძლებდა.

“კითხვა არ მაქვს. მინდა, საჯაროდ ვისარგებლო ამ შემთხვევით და როგორც ყოფილმა მინისტრმა, ამ მოწვევის პარლამენტის წევრმა, თითოეულ პოლიციელს, მაშველს, მესაზღვრესა და თქვენ გითხრათ დიდი მადლობა გაწეული სამსახურისთვის, შემართებისთვის.

ძალიან ბევრ შემთხვევაში მე დამიყენებია ჩემი თავი თქვენ ადგილზე და მითქვამს, რომ არა, მე ამას, ასე ადამიანურად, ჰუმანურად, ასე მაღალი სტანდარტით ალბათ ვერ შევძლებდი-მეთქი”,- უთხრა წულუკიანმა გომელაურს.

ამ წუთებში შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტან გომელაურს პარლამენტში უსმენენ.