უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის თქმით,
ვაგნერი ბახმუტიდან გადის, თუმცა სამ სხვა ლოკაციაზე გადაჯგუფდება. ამის შესახებ დანილოვმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
”დიახ, ეს ხდება [ბახმუტიდან გადიან]. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ჩვენთან ბრძოლას შეწყვეტენ. ისინი სხვა ფრონტებზე მეტად კონცენტრირებას აპირებენ […] გადაჯგუფდებიან სამ სხვა ლოკაციაზე“. – ამბობს დანილოვი.