რუსთავის N17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრებმა იჩხუბეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა პატიმარი, 2 კი დაიჭრა. ისინი კლინიკაში მკურნალობენ. დაპირისპირება სავარაუდოდ გავლენების გადანაწილებას უკავშირდება.
აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.
„ამ ეტაპზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები: დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი, გარდაცვლილს ჩაუტარდა ექსპერტიზა (ამ ეტაპზე დასკვნა მიღებული არ არის), მიმდინარეობს მოწმეთა, მათ შორის პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა და პატიმართა გამოკითხვა, გამოთხოვილია ვიდეოჩანაწერები, დანიშნულია ექსპერტიზები, გამოთხოვილია გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია და სხვა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას“, – აცხადებს ინსპექტორის სამსახური.