დაპირისპირება რუსთავის ციხეში – მოკლულია ერთი, დაჭრილია 2 პატიმარი

რუსთავის N17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრებმა იჩხუბეს, რის შედეგადაც გარდაიცვალა პატიმარი, 2 კი დაიჭრა. ისინი კლინიკაში მკურნალობენ. დაპირისპირება სავარაუდოდ გავლენების გადანაწილებას უკავშირდება.

აღნიშნულ საქმეზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.

„ამ ეტაპზე ინტენსიურ რეჟიმში ტარდება საგამოძიებო მოქმედებები: დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი, გარდაცვლილს ჩაუტარდა ექსპერტიზა (ამ ეტაპზე დასკვნა მიღებული არ არის), მიმდინარეობს მოწმეთა, მათ შორის პენიტენციური სამსახურის თანამშრომელთა და პატიმართა გამოკითხვა, გამოთხოვილია ვიდეოჩანაწერები, დანიშნულია ექსპერტიზები, გამოთხოვილია გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია და სხვა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას“, – აცხადებს ინსპექტორის სამსახური.

 

„სამოქალაქო იდეის“ ანგარიში – ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესი ქართულ მედიაში

„ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან ყველაზე რეზონანსული ქართული მედიასაშულებებისათვის „დეოლიგარქიზაციის“ საკითხი და „დეოლიგარქიზაციის“ კანონზე მუშაობის გაშუქება...

მესხიშვილის თეატრში მსახიობი გარდაცვლილი იპოვეს

ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის სცენაზე მსახიობი და რეჟისორი რეზი ქაროსანიძე გარდაცვლილი იპოვეს.ადგილზე ამ დროისათვის სამართალდამცველები...

“პრეზიდენტს წელიწადში ერთხელ შეიძლება ეპატიოს მცირე ოხუნჯობა” – კობახიძე ზურაბიშვილზე

"ეს იყო მცირე ოხუნჯობა, რაც შეიძლება პრეზიდენტს წელიწადში ერთხელ ეპატიოს. რატომღაც მოუნდა ოხუნჯობა და იოხუნჯა. ზოგადად,...

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 9 500-ს გადააჭარბა

7.8 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად თურქეთსა და სირიაში დაღუპულთა რაოდენობამ 9 500-ს გადააჭარბა. თურქეთის კატასტროფების სააგენტოს ცნობით,...

პირველი ქვა იმ ქვეყანამ ისროლოს, რომელშიც საქართველოზე ნაკლები პოლარიზაციაა – პაპუაშვილი

"ხშირად გვესმის, რომ პოლარიზაციაა საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა. შესაძლოა, ეს ასეა, თუმცა პირველი ქვა...

დასავლეთი საქართველოს ხელებს უგრეხს რუსეთთან ძალიან მშვიდი ურთიერთობის გამო – კარასინი

"როგორც მოსალოდნელი იყო, დასავლეთი ახლა იწყებს საქართველოსთვის ხელების გადაგრეხას რუსეთთან მისი ძალიან მშვიდი ურთიერთობის...

”სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს, სად იმალებოდა 2 წელი არ ვიცი” – ესებუას ადვოკატი

''სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს, სად იმალებოდა 2 წელი არ ვიცი"- აცხადებს ბადრი ესებუას  უფლებადამცველი იოსებ...

შსს–მ საქართველოს ბანკზე თავდამსხმელი, ბადრი ესებუა დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრო "საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმისთვის ძებნილი პირის ბადრი ესებუას დაკავებასთან დაკავშირებით...

რამ გამოიწვია და რატომ იყო მიწისძვრა თურქეთში ასე დამანგრეველი

თურქეთისა და სირიის საზღვართან მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა ხუთ ათას ადამიანს გადააჭარბა. სირიის საზღვრის მახლობლად ქალაქ გაზიანთეპთან ძლიერ ბიძგებს კიდევ ერთი მოჰყვა -...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

„მე ისევ რუსი ვარ“: დეპარდიე ამბობს, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ არ შეცვლილა

მსახიობმა ჟერარ დეპარდიემ განაცხადა, რომ მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ უკრაინაში შეჭრის შემდეგაც არ შეცვლილა. მისი თქმით, ის „ჯერ კიდევ რუსია“. ამის შესახებ ფრანგმა კულტურის...