დაპირისპირება სასაფლაოზე – 2 დაჭრილიდან 1-ის მდგომარეობა მძიმეა

ამ დრომდე უცნობია, რა გახდა გიორგი ბურდულის (დიდუბსკის) სასაფლაოზე მეგობრების დაპირისპირების მიზეზი.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად ახალგაზრდების 2 ჯგუფი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდა, რაც მოგვიანებით სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა.

საფლავეზე მყოფებიდან ერთერთმა და ამჟამად მიმალულმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 4-ჯერ გაისროლა – შედეგად დაჭრილია 2 ადამიანი, რომლებიც ახლა საავადმყოფოში მკურნალობენ.

“მთავარის” ინფორმაციით, დაშავებულებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა.