“გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, 5 ივლისის მოვლენების შემდეგ ხელისუფლების რიტორიკა დასავლელი პარტნიორების მიმართ პუტინის რიტორიკას დაემსგავსა.
“რიტორიკა აქვთ ზუტად ისეთი, როგორიც აქვს პუტინს. როდესაც დასავლელი ჟურნალისტი პუტინისგან იღებს ინტერვიუს და, მაგალითად, ეუბნება, რომ თქვენთან ჟურნლისტებს ხოცავენ. ნებისმიერ ეგეთი ტიპის კრიტიკაზე პუტინი პასუხობს, რომ “თქვენ ჩვენზე როგორ ლაპარაკობთ, საკუთარ საქმეს მიხედეთ”. 5 ივლისზე კრიტიკას პაპუაშვილმა უპასუხა, თქვენ ჩვენ როგორ გვაკრიტიკებთ, როცა Black live matter-ს აქციებს ვერ გაუმკლავდითო. “სამ დურაკ” ჰქვია ამას თუ რაღაც, მაგაში არიან გადასული. ეს არის გაცხადებული ამბავი”,– თქვა მან მთავარი არხის ეთერში.
მისივე შეფასებით, 5 ივლისის შემდეგ ხელისუფლებას ნაკლებად აღელვებს დასავლეთი და მთლიანად ძალაუფლების შენარჩუნებზეა გადასული.
“ვეღარ მოატყუებენ, გაიშიფრნენ იმათ თვალში და მათი ბუნებრივი დასაყრდენი გახდა რუსეთი”,– აღნიშნა ზურა ჯაფარიძემ.