“დასაჭერთა სიაში წერიხარ” – POG-ის მტკიცებულებები კომისიის თავმჯდომარის დაღუპვის საქმეზე

პროკურატურის ინფორმაციით, ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თედო გობეჯიშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე გამოძიება დასრულდა. უწყება ისნის N5 საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული იძულების, მუქარისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილს ასაჯაროებს.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულები აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე ისნის N5 საოლქო კომისიის თავმჯდომარეს შეხვდნენ და მას, ნაციონალური მოძრაობის სახელით, მედიასთან საჯარო განცხადების გაკეთების სანაცვლოდ, თითქოს არჩევნები გაყალბდა, ქრთამის სახით, 50 000 დოლარი შესთავაზეს.

პროკურატურის ამტკიცებს, რომ ქრთამის აღების შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარეს, განცხადების გაკეთების შემდეგ, თანამდებობა დემონსტრაციულად უნდა დაეტოვებინა.

“ბრალდებულები ისნის კომისიის თავმჯდომარეს, უარის მიღების შემთხვევაში, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დაპატიმრებით და მისი და ოჯახის წევრების ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ”, -წერია პროკურატურის განცხადებაში.

უწყების მტკიცებით, ბრალდებული ა.კ. ბრალდებულ ა.ხ.-ს უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებას: “ხატიამ ცესკოს დასაჭერ გამყალბებელთა სიაში შეგიყვანაო, ეს მივწერე”.

ა.კ. გარდაცვლილს უგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს: “რა ქენი თედო ასეთი, ცესკოს დასაჭერთა სია ვნახე და იქ წერიხარ, ხატიამ ჩაგვაწერინა”

“არ დაგეკარგება, შენს სახელზე შეინახება”, რაშიც ბრალდებული თ.გ.-ს თვის ქრთამის სახით შეთავაზებულ 50.000 აშშ დოლარს გულისხმობს”.

საქმეზე ბრალდებულ აკაკი ხუსკივაძესა და აკაკი კობალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ, პროკურატურის მოთხოვნის შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 9 ნოემბერს შეუფარდა.

პროკურატურამ კობალაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის 1 ნაწილით, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, ხოლო ხუსვიკაძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის 1 ნაწილით, 150-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” წარუდგინა.

ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება, პოლიტიკური მიზნებისთვის, ადამიანების სიცოცხლით ვაჭრობს.

 

 

გლდანის N8 ციხის სამ და ქუთაისის N2 ციხის ოთხ პატიმარს კორონავირუსი დაუდასტრუდა

N8 გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსი სამ პატიმარს დაუდასტურდა, ხოლო N2 ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაში -...

ეს შეზღუდვები ვინმეს ეხალისება, ან მოსწონს?! – თენგიზ ცერცვაძე

" ეს შეზღუდვები ვინმეს ეხალისება, ან მოსწონს?! "- ამის შესახებ ინფეციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ...

ეს გადაწყვეტილება რუსეთისთვის ლახვარია – დავით ჯანდიერი სტრასბურგზე

"ეს გადაწყვეტილება რუსეთისთვის ლახვარია"-  იურისტი დავით ჯანდიერი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ...

კორონავირუსის ახალი შტამი, შესაძლოა, უფრო მომაკვდინებელი იყოს – ბორის ჯონსონი

ადრეული მტკიცებულებების თანახმად, დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი შტამი, შესაძლოა, უფრო მეტად მომაკვდინებელი იყოს...

ორთაჭალაში ორსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ორთაჭალაში, ბაზოვის ქუჩაზე ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი ორსართულიან საცხოვრებელ სახლს ეკიდა. როგორც ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების...

ორი კაცი რასაც გამოვგლეჯთ აგერ ნახავთ – “მოქალაქეები”

"ორი კაცი რასაც გამოვგლეჯთ აგერ ნახავთ"-  ამის შესახებ, "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა "მთავარი არხის"...

“ქართველებს შეაგინე და საქართველოზე უარი თქვიო” – დათა პაპას შვილიშვილი ოკუპანტებს გამოექცა

"ქართველებს შეაგინე და საქართველოზე უარი თქვიო" - დათა ვანიშვილის შვილიშვილის, მალხაზ ვანიშვილის განცხადებით, ხურვალეთის...

“ამ გადაწყვეტილებით ბიზნესი მოვკალით” – რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შეზღუდვებზე

"ამ გადაწყვეტილებით ბიზნესი მოვკალით"  - რესტორატორთა ასოციაციის თავჯდომარე შოთა ბურჯანაძე ამბობს, რომ ბიზნესის სექტორი დაწესებული...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კოვიდგადატანილთა მესამედი კვლავ საავადმყოფოებში ხვდება– ახალი კვლევა

პანდემიის პირველი ტალღისას კორონავირუსით დაინფიცირებულ  და გამოჯანმრთელებულ ბრიტანელ პაციენტთა  30% შემდგომი 5 თვის განმავლობაში კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ლესტერის უნივერსიტეტის და სტატისტიკის ეროვნული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო