დაუმორჩილებლობის მარში თბილისში–ხმაურიანი მსვლელობის მონაწილეები დედაენის ბაღში მივიდნენ

დაუმორჩილებლობის მარში თბილისში: 21 საათზე მოძრაობა სირცხვილიას ორგანიზებით პარლამენტის წინ დაწყებული დაუმორჩილებლობის აქცია ამ დროისთვის დედა ენის ბაღში გრძელდება. სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის წინ კომენდანტის საათის დაწყებამდე შეიკრიბნენ.  მათი მთავარი მოთხოვნა „კომენდანტის საათის” გაუქმება და არსებული რეგულაციების მოხსნაა. სამოქალაქო აქტივისტებს შეუერთდნენ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და პოლიტიკოსებიც.

“ბევრი ადამიანი ვიქნებით თუ ცოტა, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს „კომენდანტის საათს“ რამდენიმე ათეული ან რამდენიმე ასეული ადამიანი დაარღვევს ერთად. პირობას ვიძლევდით, არცერთი კანონი არ დაირღვევა, გარდა უაზრო რეგულაციისა, რომელიც პირდაპირ ანგრევს და კლავს ბიზნესს. ამ რეგულაციებით ხელისუფლება პირდაპირ ანგრევს ყველა იმ სფეროს, რომელიც ოდნავ მაინც ცოცხლობს და პირდაპირ შიმშილისთვის იმეტებს ადამიანებს. დღეს 9 საათზე ყველა ერთად დავიძვრებით და დავარღვევთ „კომენდანტის საათს“, ვივლით თბილისის ქუჩებში. წინ მშვენიერი, ფერადი, ხალისიანი და მუსიკალური საღამო გველოდება”, – განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა, გიგა მაქარაშვილმა.

აქციის მონაწილეებს სიმბოლურად  სხვადასხვა ნივთები მიიტანეს, მათ შორის: ნიღბები, პარაპლანი, ბუშტები და დოლი.

დეპუტატ ელენე ხოშტარიას განცხადებით, “როდესაც ხელისუფლება თავის ძალაუფლებას ბოროტად იყენებს, ერთადერთი გზა დაუმორჩილებლობა ხდება”.

“მაშინ, როდესაც ხელისუფლება თავის ძალაუფლებას იყენებს ბოროტად და გადასულია ადამიანების პოლიტიკური უფლებების შეზღუდვაზე, ასევე აბსოლუტურად არ ითვალისწინებს ეკონომიკურ ზიანს, რომელიც ადგება ადამიანებს, ერთადერთი იარაღი რჩება დაუმორჩილებლობა და ამიტომ, ჩვენ ვართ იმ ადამიანების გვერდით, ვინც აცხადებს დაუმორჩილებლობას. ყველა პროტესტს აქვს აზრი და შედეგი. მე არ მაინტერესებს, როდის მოუწევთ ამის გაკეთება, მე მაინტერესებს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც არის ლეგიტიმური მიზეზი, გავაპროტესტო და მოვითხოვო ის, რაშიც ვარ მართალი. არ არსებობს პროტესტი, რომელსაც არ მოყვება შედეგი”, -განაცხადა ხოშტარიამ.

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან დაუმორჩილებლობის მარშმა მსვლელობა რუსთაველის გამზირზე დაიწყო.  სამართალდამცავები აქციის მონაწილეებს თავდაპირველად გზის სავალ ნაწილზე გადასვლის უფლებას არ აძლევდნენ, მცირე დაპირისპირების შემდეგ, „დაუმორჩილებლობის მარშის“ მონაწილეებს სამართალდამცავებმა გზის სავალი ნაწილის ცალ მხარეს მოძრაობის ნება დართეს.

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ვაჟა სირაძის განცხადებით, აქციის მონაწილეების მიმართ, ვინც კანონს არღვევს, სამართლებრივი ზომები იქნება გამოყენებული.

როგორც სირაძემ აღნიშნა, კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

„სამართლებრივი ზომები მიღებული იქნება ყველა ფაქტზე, როგორც წინაზე. კანონს ვინც დაარღვევს, შესაბამის ზომებს მივიღებთ. კანონის წინაშე ყველა არის თანასწორი“, – განაცხადა სირაძემ.

აქციის მონაწილეებმა მსვლელობა რუსთაველის გამზირიდან ელბაქიძის ხიდის გავლით თბილისის სხვადასხვა ქუჩებში გამართეს, თუმცა მსვლელობის მარშრუტი წინასწარ არ დაუზუსტებიათ.

ბოლოს გაირკვა, რომ სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, “დაუმორჩილებლობის მარშის” ერთ-ერთი მთავარი ლოკაცია “დედაენის ბაღია”. როგორც სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა განაცხადა, რამდენიმე გასართობი “ფერადი და მხიარული სიურპრიზი” აქვთ მომზადებული.

მისივე თქმით, “ისინი არაფრის გაფუჭებას არ აპირებენ”.

მე-4 მექანიზებული ბრიგადის ჯარისკაცმა მორიგეობისას თავი მოიკლა – თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურემ მორიგეობის დროს თავი მოიკლა უწყების ცნობით, სამხედრო...

გურამ კაშია თბილისის ლოკომოტივში ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია თბილისის ლოკომოტივის ფეხბურთელი გახდა. მან ლოკომოტივთან 1-წლიანი კონტრაქტი...

აშშ-მ და ევროკავშირმა ერთად უნდა დაუჭირონ მხარი დიალოგს – კარპენტერი

აშშ–ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ცენტრის დირექტორი და მისი ყოფილი მრჩეველი მაიკლ კარპენტერი ხელისუფლებისა და...

მოვიდა დრო ვაშინგტონი დაბრუნდეს საქართველოში – პავილიონისი

"მოვიდა დრო ვაშინგტონი დაბრუნდეს საქართველოში" -ამის შესახებ, ლიეტუვას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტის პავილიონისმა...

ვის უნდა ვუჩივლოთ? ოღონდ რამე მოგვცენ..- პაატა იმნაძე Covax-ზე

"ვის უნდა ვუჩივლოთ? ოღონდ რამე მოგვცენ.."-  ასე ეხმაურება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა...

თუ ღარიბაშვილი ბრიუსელში არაფერს იტყვის 6 პუნქტზე, საქართველოს ვკარგავთ – პავილიონისი

ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი აცხადებს, რომ დროა, ვაშინგტონმა გამოიღვიძოს და საქართველოში მიმდინარე პროცესებში...

ციხიდან ივანიშვილის მმართველობის პატიმრის, ნიკა მელიას სიტყვები მივიღე – პავილიონისი

ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ჟიგიმანტას პავილიონისი აცხადებს, რომ ციხიდან "ივანიშვილის მმართველობის პატიმრის", ნიკა მელიას სიტყვები...

ჩვენ გვაქვს COVID-19-ის 300 შემთხვევა, ისრაელს 4-5 ათასი, უკეთესად ვმუშაობთ – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიც ცერცვაძე ამტკიცებს, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა უკეთესად მუშაობს, ვიდრე ისრაელის,...

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ ამ დრომდე „ფაიზერის“ ვაქცინა

„კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. შესაბამისი შეკითხვით „კოვაქს პლატფორმას“ „ინტერპრესნიუსმა“ მიმართა. როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო