დაქვრივებული პინგვინების ფოტომ წლის მთავარი პრიზი მოიპოვა

2020 წელი ბევრი ძლიერი და შთამბეჭდავი ფოტოთი იყო გამორჩეული. თუმცა, ავსტრალიაში გადაღებულმა  ორი დაქვრივებული პინგვინის ფოტომ, რომლებიც ერთმანეთს ამშვიდებენ, Oceanographic magazine’s Ocean Photograph Awards–ის მთავარი პრიზი მოიპოვა.

ფოტო ტობიას ბაუმგაერტნერმა მელბურნში გადაიღო.

მას უთხრეს, რომ ორ პინგვინს ცოტა ხნის წინ პარტნიორი გარდაეცვალა, მას შემდეგ კი ერთმანეთს ხშირად ანუგეშებენ და ეხუტებიან.

მელბურნში, სენტ–კილდის ნავმისადგომთან პინგვინების კოლონია არსებობს, სადაც 1400 ზღაპრული პინგვინი ცხოვრობს. ეს არის ყველაზე პატარა პინგვინების სახეობა, რომელთა სიმაღლე 33 სანტიმეტრია. კოლონიას მოხალისეები უწევენ მეთვალყურეობას.

“ჩემთან მოვიდა ერთ–ერთი მოხალისე და მითხრა, რომ თეთრი პინგვინი ასაკოვანი ქალი იყო, რომელსაც პარტნიორი მოუკვდა. იგივე დაემართა ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც ფოტოზე მარცნივ დგას. მას შემდეგ ისინი რეგულარულად ხვდებიან, ერთმანეთს ამშვიდებენ, საათობით დგანან ერთად და ქალაქის მოციმციმე სინათლეებს აკვირდებიან“– დაწერა ბაუმგაერტნერმა ინსტაგრამში.

ფოტოგრაფის თქმით, მან სამი ღამე გაატარა პინგვინების კოლონიაში, სანამ ამ ფოტოს გადაიღებდა.

“იმის გამო, რომ განათებას ვერ გამოვიყენებდი, პატარა პინგვინები კი  მუდმივად მოძრაობენ, ერთმანეთს ფეხებს ზურგზე უსვამენ და ასუფთავებენ, მართლაც ძნელი იყო ამ ფოტოს გადაღება, თუმცა ერთ მშვენიერ მომენტში გამიმართლა“– ამბობს ფოტოგრაფი.