“სამწუხარო და სევდიანია, რომ მძიმე ომში მყოფი ქვეყნის პოლიტიკური პირი, მაღალჩინოსანი იცლის იმისთვის, რომ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საკითხებზე გააკეთოს განცხადებები. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს პირადად ეს ადამიანი რამდენად დაცილებულია იმ პრობლემებს, იმ რეალურ ინტერესებსა და საჭიროებებს, რომლებიც სამწუხაროდ ომში მყოფ უკრაინელ ხალხს დღეს აქვს, იმ ფონზე, როდესაც ჩვენ განვაგრძობთ უკრაინის უპირობო და მტკიცე მხარდაჭერას”,
” ოცნების” დეპუტატი, არჩილ თალაკვაძე “მთავარ არხთან” რადას ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარის, დავით არახამიას ინტერვიუს ეხმაურება.