დედას უშვებ ბრძოლაში, რომელიც იცი, რომ წაგებული გაქვს, ანომალიაა – იონათამიშვილი სააკაშვილზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის თქმით, ენმ-ს სახე საპარლამენტო არჩევნებზე გუბაზ სანიკიძე იქნება.

“2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ნაციონალურ მოძრაობას ჰყავდა მხოლოდ ერთი ახალი სახე და ეს იყო რომან გოცირიძე. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როგორც ჩანს, მათი ერთი ახალი სახე იქნება გუბაზ სანიკიძე, ხოლო ზუგდიდში მაჟორიტარობის კანდიდატი ისევ საკუთარი ოჯახის წევრი -მიხეილ სააკაშვილის დედაა. ეს არის შუა საუკუნეების მმართველის მენტალიტეტის გამოვლინება”,- ამბობს იონათამიშვილი.

მისივე განცხადებით, ანომალიაა, რომ საკუთარ დედას უშვებ იმ ბრძოლაში, რომელიც იცი, რომ წაგებული გაქვს.

“ერთი პრობლემა ხომ ის არის, რომ ამ პარტიაში არავის სურს შესვლა, მასში გაწევრიანება და მასთან ასოცირება და მეორე ანომალია არის ის, რომ საკუთარ ოჯახის წევრს უშვებ იმ ბრძოლაში, რომელიც წინასწარ იცი, რომ წაგებული გაქვს და  შედეგი იქნება კრახი. ნაციონალური მოძრაობის პროცენტები დღითიდღე უფასურდება და ქვევით და ქვევით  ეცემა. და როდესაც ამ პროცესში დედის შეყვანა გინდა, ამაზე მძიმე და მიუღებელი რა შეიძლება იყოს?! როგორც არ უნდა დამალოს ნაციონალურმა მოძრაობამ სოციოლოგიური კვლევები, რომლითაც მათი რეიტინგები სულ უფრო ეცემა, ვფიქრობ, 1%-ის გადალახვაც საოცნებოდ გაუხდებათ, ჩვენი ქვეყანა კი გააგრძელებს სწორ და სრაფ განვითარებას ქართულ ოცნებასთან ერთად”,- ამბობს იონათამიშვილი.

ცნობისთვის, შესაძლოა მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ნაციონალურმა მოძრაობამ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატად დაასახელოს.

ვის გაუძვირდება გაზის საფასური 3 იანვრიდან

შპს თბილისი ენერჯი 2021 წლის 3 იანვრიდან კომერციული მომხმარებლებისთვის, პურის საწარმოების გარდა, გაზის ტარიფს...

ჰააგის სასამართლოს დაზარალებულთა ფონდი აგვისტოს ომის მსხვერპლებს 600 000 ევროს დახმარებას გაუწევს

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ფონდის დირექტორთა საბჭომ საქართველოსათვის დახმარების გამოყოფის პროგრამა დაამტკიცა. ...

რეპრესიების ახალი ტალღა დაიწყო, დამირეკეს, თქვენი პროცესები განახლდაო – გვარამია

მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ 7 დეკემბერს სასამართლოში მისი პროცესები განახლდა....

ახალშობილთა მშობლებს იუსტიციის სამინისტრო 25-ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერს გადასცემს

იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, 15 დეკემბრიდან ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც სამინისტროს შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, 25-ლარიანი...

ქუთაისში კომენდანტის საათის დროს 4 მანქანა გაძარცვეს

ქუთაისში, აბაშის გამზირზე კომენდანტის საათის დროს ერთდროულად 4 ავტომობილი გაძარცვეს. მანქანებს მინები დაუმსხვრიეს და...

ამერიკაში მიცვალებულები სახლებიდან ამოყავდათ, ასეთი რამ აქ გინახავთ? – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ საქართველოში უკეთესი სიტუაციაა, ვიდრე უცხოეთში. მისი თქმით, უცხოეთში,...

მწერდა, მამიკო ესენი მომკლავენ, ვატყობო -კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის გოგოს მამა

კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას მამა, რატი თორ­დია ეჭვობს, რომ მისი შვილი უყურადღებობის...

შეზღუდვებს მყისიერი შედეგი არ მოაქვს, 1-დან 2 თვემდე უნდა, რომ შედეგი ვნახოთ – ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რომ საქართველო კორონავირუსის პიკშია და ეს 2–3 კვირა...

სხვა სიახლეები

“საიდან ამდენი ღვარძლი, ბოღმა და სიძულვილი?“– თენგიზ ცერცვაძე კიდევ ერთ კოლეგას უპირისპირდება

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მორიგ ვრცელ წერილს აქვეყნებს და ისევ კოლეგებს უპირისპირდება. ამჯერად მისი კრიტიკის ობიექტი ინფექციონისტი გიორგი კანდელაკია,...

ჯანმრთელობა

“ვისაც რემდესევირზე ხელი არ მიგიწვდებათ გული არ დაგწყდეთ. ის ვერ გადაარჩენს თქვენს საყვარელ ადამიანებს“–ნანა გეგეჭკორი

აშშ–ში მცხოვრები ექიმი–კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, რო­მე­ლიც  The Mount Sinai-ის სა­მე­დი­ცი­ნო ქსე­ლის ჰოს­პი­ტალ­ში მუ­შა­ობს პრეპარატ “რემდესივირის“ შესახებ წერს და ამბობს, რომ ამ პრეპარატის გამოყენება კორონავირუსით...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო