დედოფალმა ელისაბედმა ბრიტანელებს სიტყვით მიმართა

კვირას საღამოს დედოფალმა ელისაბედ მეორემ ნაციას სპეციალური სიტყვით მიმართა. მან ხაზი გაუსვა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლაში თვითდისციპლინის და სიმამაცის მნიშვნელობას.დედოფალმა ისაუბრა დანაკარგზე და ტკივილზე, ადამიანების ტანჯვაზე და ფინანსურ პრობლემებზე, რაც ამ რთულ დროს ბრიტანელებს ერგოთ წილად.

მან მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის და სხვა საკვანძო სფეროების თანამშრომლებს თავდადებისთვის და ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან როლს, რომელიც საზოგადოების ყოველ წევრს ეკისრება.

მისი მიმართვა რადიოთი, ტელევიზიით და სოციალური ქსელებით ბრიტანეთის დროით 20 საათზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, თუმცა მიმართვა წინასწარ იყო ჩაწერილი:

“მე მოგმართავთ უკიდურესად რთულ დროს. იმ დროს, როცა დარღვეულია ჩვენი ქვეყნის ნორმალური ცხოვრება: ვიღაცისთვის ეს უკვე იქცა უბედურებად, ბევრისთვის ფინანსური სირთულეების დროა, ჩვენს ჩვეულ ცხოვრებაში კოლოსალური ცვლილებები ყველა ჩვენგანს შეეხო. იმედი მაქვს, მომავალში ყველა შეძლებს იამაყოს იმით, როგოორ შევხვდით ამ სიძნელეებს. ისინი კი, ვინც ჩვენს შემდეგ მოვლენ იტყვიან, რომ ბრიტანელების ეს თაობა ისეთივე ძლიერია, როგორც ყველა წინა. ისეთი თვისებები, როგორიც არის თვითდისციპლინა, სიმშვიდე, სიმტკიცე, ახლობლისადმი თანაგრძნობა კვლავ არსებობს ჩვენს ქვეყანაში“– თქვა დედოფალმა.

დედოფლის მიმართვა უინძორის სასახლეში ჩაიწერა, სადაც 93 წლის მონარქი თვითიზოლაციაში იმყოფება. გადაღებას ერთადერთი ვიდეოოპერატორი ესწრებოდა დამცავ სამოსში. მთელი გადამღები ჯგუფი ამ დროს  სხვა ოთახში იმყოფებოდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოქალაქეებს პრეპარატებთან დაკავშირებული თაღლითობის შესახებ აფრთხილებს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ავრცელებს განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში ლუგარის ლაბორატორიის სახელით ურეკავენ...

“საქართველოს შეუძლია ისწავლოს არა საკუთარ, არამედ სხვის შეცდომებზე“–ზურაბ გურულის და ნანა გეგეჭკორის ერთობლივი სტატია...

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ზურაბ გურული და...

“მისი მიზანი ფული იყო, არ ცდილობდა ვინმე დაეზიანა ან მოეკლა“–ყოფილი მძევალი საქართველოს ბანკზე თავდასხმის დეტალებს იხსენებს

ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში მძევლად აყვანილი ერთ–ერთი მოქალაქე, ერთ-25 წლის მურიკო ბულია ერთ–ერთი მათგანია, ...

მოძებნა ჩემი ყველაზე „სუსტი“ ადგილი- მომღერალ სოფო გელოვანს კორონავირუსმა ხმა წაართვა

"მოძებნა ჩემი ყველაზე „სუსტი“ ადგილი"-  ამის შესახებ მომღერალმა სოფო გელოვანმა სოციალურ ქსელში დაწერა. „დღეს მე...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 18:47 საათზე, საქართველოში მიწისძვრა...

კრიმინალები გრძნობენ, რომ ივანიშვილს რამდენიმე დღე დარჩა და იმიტომ დაიწყეს ხალხის ხოცვა – სააკაშვილი

"კრიმინალები გრძნობენ, რომ ივანიშვილს დარჩა რამდენიმე დღე და იმიტომ დაეცნენ ბანკებს, მაღაზიებს, იმიტომ დაიწყეს...

“ორი მძევალ-სპიკერი ჰყავდა მძარცველს და ორივე ნაცი“–ქართული ოცნების პიარ მრჩეველი

ქართული ოცნების პიარ მრჩეველი, ლაშა ნაცვლიშვილი ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალში მძევლების აყვანის ფაქტს ფეისბუქ...

ჩვენი ურთიერთობები კეთილმეზობლობის კარგი მაგალითია- ალიევი საქართველოზე

ჩვენი ურთიერთობები საქართველოსთან კეთილმეზობლობის კარგი მაგალითია, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ...

სხვა სიახლეები

აშშ-ში covid19-ის რისკჯგუფებს ვაქცინაზე წვდომა სავარაუდოდ წლის ბოლომდე იქნებათ

ამერიკის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის მდივნის, ალექს აზარის ინფორმაციით შეერთებულ შტატებს საკმარისი უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა ექნება 2020 წლის ბოლომდე იმისთვის, რომ ყველაზე მაღალი...

ჯანმრთელობა

“საქართველოს შეუძლია ისწავლოს არა საკუთარ, არამედ სხვის შეცდომებზე“–ზურაბ გურულის და ნანა გეგეჭკორის ერთობლივი სტატია კორონავირუსთან ბრძოლის გამოცდილებაზე

მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტის დირექტორი, მისისიპის უნივერსიტეტის კლინიკური პროფესორი, ზურაბ გურული და მისი კოლეგა, ასევე ამერიკაში მცხოვრები ექიმი–კარდიოლოგი ნანა გეგეჭკორი, რო­მე­ლიც უკვე...

შოუ ბიზნესი

ტრანსგენდერი მოდელის შიშველმა ფოტომ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია

26 წლის თეოდორა ქუინლივანი (Theodora Quinlivan) მთლიანად გაშიშვლდა. ამერიკელმა ტრანსგენდერმა მოდელმა ინტიმური ადგილები ფოტოზე ხელით დაიფარა. Louis Vuitton–ის კრეატიული დირექტორის, ნიკოლა ჟასკერის საყვარელმა მოდელმა, რომელიც...

ვიდეო