დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში დაკარგული ორი მოზარდიდან ერთ-ერთი თბილისში იპოვეს.
შსს–ს ცნობით, ჯერჯერობით უცნობია მეორე მოზარდის ადგილმდებარეობა.
ახალგაზრდები ერთმანეთის მეზობლები არიან და სახლიდან გუშინ, 27 ივლისს დილის 10 საათზე გავიდნენ და აღარ დაბრუნებულან.
გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.