“მივმართავ ყველას – ქართველებს,არაქართველებს ყველა მოქალაქეს! ოკუპანტის მიერ დევნილი პრეზიდენტი ჩამოდის, თავი არ მოვიჭრათ და სირცხვილი არ ვჭამოთ, ღირსეულად უნდა დავხვდეთ,
რუსეთზე მომუშავე კლანურ მაფიურ მართლმსაჯულებას არ უნდა გავასამართლებინოთ, ჩვენი პრეზიდენტი ჩვენია, ოკუპანტს ნუ მივუგდებთ საჯიჯგნად, ამ ლაქას ვერ მოიცილებს ქვეყანა!
მოვითხოვოთ, ამუშავდეს ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლი, მიეცეს მას სამართლიანი სასამართლოს გამოყენების უფლება! პრეზიდენტი სააკაშვილი ბრუნდება და მშვიდობიან გზას ვუსურვებ მას!
კიევი-თბილისი ისტორიული რეისია! ბევრჯერ შეგვეშალა და ამ ერთხელ აღარ შეგვეშალოს ძვირფასებო!
საქართველოს სჭირდება მასშტაბური ფიგურა ამ გაჭირვების ჟამს, სახელმწიფოს ვკარგავთ”
წერს პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი. ცნობისთვის, გუშინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში 2 ოქტომბრის საღამოს ჩამოდის. მან თვითმფრინავის ბილეთიც გამოაქვეყნა.