კვირა, 22 დეკემბერი , 2024, 23:56

დემოკრატიის ინდექსში საქართველოს სომხეთმა გაუსწრო – THE ECONOMIST

The Economist-ის 2021 წლის მსოფლიო დემოკრატიის ინდექსში საქართველოს ქულა გასულ წელთან შედარებით, 5.31-დან 5.12-მდე შემცირდა და ახლა ქვეყანა მსოფლიოში 91-ე ადგილს იკავებს და ჰიბრიდულ რეჟიმადაა მიჩნეულია.

რეიტინგის მიხედვით, დემოკრატიის ინდექსით სომხეთი საქართველოს უსწრებს, ის 5.49 ქულით 89-ე ადგილს იკავებს. რაც შეეხება აზერბაიჯანს, 2.68 ქულით 141-ე ადგილზეა, რუსეთი 3.24 ქულით 124-ზე, თურქეთი 103 ადგილზეა 4.35 ქულით.

The Economist-ი დემოკრატიის ინდექსს 167 ქვეყანაში საარჩევნო პროცესის, პლურალიზმის, მთავრობის ფუნქციონირების, პოლიტიკური მონაწილეობის, დემოკრატიული, პოლიტიკური კულტურისა და სამოქალაქო თავისუფლების ფაქტორებით აფასებს.