დე ფაქტო ხელისუფლებას დახმარება შევთავაზეთ, პასუხის მიღებისთანავე ჩავერთვებით – ახვლედიანი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის კერების გაჩენისთანავე  საოკუპაციო რეჟიმს დახმარება არაერთხელ შესთავაზა, თუმცა პასუხს ამ დრომდე ელოდება.

“ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძრის კერების გაჩენისთანავე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ საოკუპაციო რეჟიმს დაუყოვნებლივ ეცნობა ხელისუფლების სრული მზადყოფნის თაობაზე ჩავრთულიყავით და დავხმარებოდით ხანძრის კერების ლიკვიდაციაში.

5 იანვრის დილიდანვე რამდენჯერმე ავამოქმედეთ ცხელი ხაზი ოკუპირებული გალის რაიონში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ჩართულობის მზადყოფნის დადასტურების მიზნით. ამასთან, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიის სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, გაგრაში, ანალოგიურად, არაერთხელ დავაფიქსირეთ მზადყოფნა, დავხმარებოდით ხანძრის ლიკვიდაციაში ვერტმფრენით ჩაქრობით, საჭიროების შემთხვევაში ხელშეწყობის მიზნით.

ამ ეტაპზე ვიმყოფებით დეფაქტო ხელისუფლებასთან ჩვენს ხელთ არსებული ყველა არხისა და მექანიზმის გამოყენებით. ვიმყოფებით რეგულარულ და ინტენსიურ კომუნიკაციაზე და კონკრეტული პასუხის მიღებისთანავე მზად ვართ ჩავერთოთ ამ პროცესში,”- თქვა თეა ახვლედიანმა.

ოკუპირებულ გალში და გაგრაში რამდენიმე დღეა ხანძარია. ცეცხლის კერები დასახლებულ პუნქტებს უახლოვდება.

ყველაზე ადრე მოსალოდნელია ფაიზერის ვაქცინის შემოტანა – გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, საქართველოში პირველად ფაიზერის ვაქცინა შემოვა, მალევე კი მას...

სცენიდან გასვლა უნდა ვისწავლოთ, მაგრამ ენმ-სთან ბრძოლით არასდროს დავიღლები – წულუკიანი

პარლამენტის განათლების კომიიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი ამბობს, რომ როცა ადამიანი ასაკში შედის, სცენიდან უნდა...

2021 წლის ბოლომდე საქართველოში აცრილი უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების 60% – გახარია

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, გეგმის თანახმად, 2021 წლის ბოლომდე საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის...

დღეს უახლოეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა – გახარია სტრასბურგის სასამართლოზე

პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ამბობს, რომ საქართველოს უახლოეს ისტორიაში დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა. დღეს, 21 იანვარს...

დღეს სტრასბურგის სასამართლო 2008 წლის ომის საქმეზე გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

"საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" - 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს,...

დავით ზალკალიანი ვიცეპრემიერად დაინიშნა

პრემიერმინისტრი გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობისთვის პრიორიტეტული იქნება საქართველოს დეოკუპაცია და ინტეგრაცია, ამიტომ ლოგიკურია, რომ...

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 17 აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი

ამერიკის 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თეთრ სახლში, ოვალურ კაბინეტში 17 აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი....

საქართველოში COVID-19-ის 1137 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 11 ადამიანი

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 137 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 1 179 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა...

სხვა სიახლეები

“МВД უნდა დავითრიოთო.მთავარია,ვასიკომ სადმე კონსპირაციულ ბინაში არ მიაძინოს“–ელისო კილაძე კობახიძეზე

ქრონიკა +–ის დამფუძნებელი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ქართული ოცნების ახალ თავმჯდომარეს, ირალკი კობახიძეს შსს–ს ხელში ჩაგდებაზე ოცნებობდა, თუმცა ივანიშვილმა აშკარად აჩვენა, ვის ხელშია რეალური...

ჯანმრთელობა

კოვიდგადატანილთა მესამედი კვლავ საავადმყოფოებში ხვდება– ახალი კვლევა

პანდემიის პირველი ტალღისას კორონავირუსით დაინფიცირებულ  და გამოჯანმრთელებულ ბრიტანელ პაციენტთა  30% შემდგომი 5 თვის განმავლობაში კვლავ საავადმყოფოში მოხვდა. ამის შესახებ ლესტერის უნივერსიტეტის და სტატისტიკის ეროვნული...

შოუ ბიზნესი

“რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ“–ნინი ქარსელაძის დედა აღიარებს, რომ მისი შვილი გათხოვდა

ნინი ქარსელაძის დედა, ხათუნა ჟორდანია ფეისბუქზე წერს, რომ მისი შვილი გათხოვდა: “რადგან ბევრმა სააგენტომ გაავრცელა, დავწერ მეც!!!! ჩემი შვილი გათხოვდა უკვე დიდი ხანია რამდენი ხანიც შევძელით, დავმალეთ. ახლა...

ვიდეო