კვირა, 22 დეკემბერი , 2024, 23:32

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი გახდა

დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი და  კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერი ლიზ ტრასი გახდა. საგარეო საქმეთა მოქმედ მინისტრს პარტიის 173 000-მდე წევრიდან  81 326-მა დაუჭირა მხარი.

ხვალ, 6 სექტემბერს ლიზ ტრასი დედოფალს ბალმორალში ეწვევა და გაერთიანებული სამეფოს დედოფალი მას პრემიერ-მინისტრად ოფიციალურად დანიშნავს.

ლიზ ტრასის მეტოქემ, ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა, რიში სუნაკმა 60 399 ხმა მიიღო.