დიდი ბრიტანეთი პუტინისა და ლავროვის ქალიშვილებს სანქციებს უწესებს

დიდმა ბრიტანეთმა ვლადიმერ პუტინის ორი ქალიშვილს, კატერინა ტიხონოვასა და მარია ვორონცოვას სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შიაში მოხვდა საგარეო მინისტრის, სერგეი ლავროვის ქალიშვილი, სერგეევნა ვინოკუროვაც.

ბრიტანეთმა სამივეს გაუყინა აქტივები და აუკრძალა მოგზაურობა.

მანამდე, პუტინისა და ლავროვის ოჯახის წევრების სანქციები ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაუწესა.