პრემიერი ღარიბაშვილი ორშაბათს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია II-ს შეხვდა.ამის შესახებ ღარიბაშვილმა ფეისბუქზე დაწერა.
“დღეს შევხვდი კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს.
დიდი პატივია და ყოველთვის სასიხარულოა მისი უწმინდესობის ნახვა. უაღრესად საინტერესოა მასთან საუბარი სხვადასხვა საკითხზე, ქვეყანაში არსებულ ვითარებასა თუ რეგიონში და მთლიანად მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე.
ჯანმრთელობას, მხნეობას და დღეგრძელობას ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს!”–წერს ღარიბაშვილი.