დიდი ხანია, ასეთი რამ საქართველოში დამკვირვებლებს არ უნახავთ, ეს გაყალბებები გვაგონებს ასლან აბაშიძის დროინდელ გაყალბებებს” სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“

სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმა“ აცხადებს, რომ “ცესკოს” შედეგები ქართველი ამომრთველის ნებას არ ასახავს.

“სქემა გაიშიფრა. ჩვენ უამრავ საარჩევნო ოლქში ვნახეთ ის, რომ დამკვირვებლებს განსაკუთრებით არ აძლევდნენ საშუალებას დაჰკვირვებოდნენ ვერიფიკაციის პროცესს, ანუ ვინ მოდიოდა საარჩევნო უბანზე და ვისი მონაცემები შეჰყავდა რეგისტრატორს. ამის დაკვირვების შესაძლებლობა არ იყო. ძალიან ბევრ უბანზე ვნახეთ პირები, რომელთაც პასპორტი ედოთ პირადობის ნომრები და ამ ნომრებით არეგისტრირებდა რეგისტრატორი”, – განაცხადა ყოფილმა სახალხო დამცველმა, “საქართველოს ევროპული ორბიტის” დამფუძნებელმა, ნინო ლომჯარიამ.

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საერთაშორისო საზოგადოებას მეტი ჩართულობისკენ მოუწოდეს.

“ეს გაყალბებები გვაგონებს ასლან აბაშიძის დროინდელ გაყალბებებს. დიდი ხანია, ასეთი რამ საქართველოში დამკვირვებლებს არ უნახავთ. რეალურად, შეიძლება ითქვას, რომ ავტოკრატია გაფორმდა. არჩევნები წაგვართვეს. ეს არ ყოფილა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები. სიტუაცია არის უკიდურესად მძიმე”, – განაცხადა უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ.