დიდი ხანია აღარ გვყავს ჭეშმარიტი პატრიარქი და სინოდი – დეკანოზი ილია ჭიღლაძე

“დიდი ხანია აღარ გვყავს ჭეშმარიტი პატრიარქი და სინოდი “- ასე ეხმაურება, წმინდა სინოდის განჩინებას, დეკანოზი ილია ჭიღლაძე. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.  როგორც საპატრიარქოს გამოქვეყნებული ტექსტიდან ირკვევა, ერთერთი საკითხი, რომელზეც მღვდელმთავრებმა იმსჯელეს, სწორედ დეკანოზის განცხადებებია, რომლებსაც ისინი “შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურს” უწოდებენ.

საქართველოს ეკლესიას მართავს არა სინოდი, არამედ სინედრიონი, რომელიც ამახინჯებს საეკლესიო კანონებს და მუდმივად არღვევს საეკლესიო სამართალს, ორი დღეა ცოდვილობენ გვერდნახევარი ტექსტის ჩამოყალიბებას და ძლივს გამოაქვეყნეს, რის გამოც არ იმსახურებენ ელემენტარულ პატივისცემასაც კი, რადგან მათ დიდი ხანია გაყიდეს ქრისტე, და შეიყვარეს ამქვეყნიური ფუფუნება, განცხრომა, ძალაუფლება და უსამართლობა. საქართველოს ეკლესიის სინოდი, ფორმირებული საბჭოთა კგბ-ს მიერ (იხ. ედ. შევარდნაძის სატელევიზიო აღიარება) აგრძელებს ერის ზომბირებას, საეკლესიო ძალაუფლების უზურპაციას და რუსული იმპერიალისტური იდეოლოგიის ღრმად ჩანერგვას ქართველ ხალხში, ნაცვლად იმისა რომ ემსჯელათ მოსკოვის პატრიარქ კირილეს მიერ საქართველოში შემოჭრაზე და ცხინვალში უზარმაზარი რუსული ეკლესიის აშენებაზე და დეკანოზ თადეოზ სარალიძის ანტიეროვნულ, ანტიჰუმანურ, ანტიქრისტიანულ ქადაგებებზე, ეპ. იაკობის, მიტრ. საბა გიგიბერიას და ეპისკ. სპირიდონ აბულაძის არასერიოზულ ქადაგებებზე/განცხადებებზე და სხვა მრავალ დარღვევაზე, მე-4 საკითხად გატანილ იქნა ჩემი საკითხი, რომ ჩემი კრიტიკა საპატრიარქოს და მისი ცალკეული იერარქების ანტიეროვნულ, ანტიეკლესიურ, ანტიჰუმანისტურ ქმედებებზე არის მათთვის შეურაცხმყოფელი და ამიტომ ვიმსახურებს სადამსჯელო კომისიის მიერ განხილვას და შესაბამისად სასჯელს. უნდა ვთქვა, რომ იმაზე დიდი შეურაცხჰყოფა ქრისტესი და მისი ეკლესიის, რასაც ჩვენი წითელი საპატრიარქო და მისი ფსევდო სინოდი კადრულობს, ძნელი წარმოსადგენია. ჩვენ დიდი ხანია აღარ გვყვავს ჭეშმარიტი პატრიარქი და სინოდი, მის ნაცვლად არის ძალაუფლების და სიცრუის კერპი, რომელმაც დაიმონა მთელი საქართველი და დააზომბირა ქართველი ერის დიდი უმრავლესობა! ასეთი ფსევდო ეკლესიის მღვდელმსახურება მიმაჩნია ქრისტეს გაყიდვად და სატანის მსახურებად! დანარჩეს უფრო დეტალურად თანდათან მოგახსენებთ და განვაცხადებ!” – წერს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

ვაქცინის შემოსატანად ერთი მინისტრი ინდოეთში უნდა იყოს, მეორე ბრიტანეთში – გამყრელიძე

“საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე ამბობს, რომ ვაქცინის მწარმოებლებთან მოლაპარაკების პროცესში უშუალოდ...

რა შეზღუდვები იხსნება ხვალიდან – გადაწყვეტილება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან, პირველი მარტიდან ქვეყანაში კიდევ რამდენიმე შეზღუდვა მოიხსნება: იხსნება საბავშვო და...

არაფერი გვაქვს ეპიდემიის შესაჩერებლად, დაგვერხა ძალიან მაგრად – ფხაკაძე

გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ჩეხეთში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესახებ სტატიას...

ტვიში და უსახელაური გაქრება, ამას ვამბობ როგორც მეღვინე – სააკაშვილი ნამახვანჰესზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციას სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ...

ნუ შევხედავთ მიშელის ვიზიტს მხოლოდ შიდაპოლიტიკური მოვლენების თვალით – ბოჭორიშვილი

დღეს საქართველოს ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვევა. პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი...

ვცდილობდით, მეტი ქაოსი მოგვეწყო, რომ დალაგებული მოცემულობები აჩეხილიყო – ხვიჩია

პარტია გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ოპოზიციას შიგნით ქაოსი კარგია, რადგან ეს განსხვავებული...

ის არ შეიძლება ებრძოდეს გავრილოვს, ჩრდილში დადგეს – ჩარკვიანი ბურჯანაძეზე

სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი ნინო ბურჯანაძეზე ამბობს, რომ ის არ შეიძლება გავრილოვს...

მე ვფიქრობ, არჩევნები 2022 წელს უნდა ჩატარდეს – მეუფე იაკობი

ბოდბელი მიტროპოლიტი მეუფე იაკობი ფიქრობს, რომ 4 წელზე მეტი არცერთი ხელისუფლება "არ უნდა გააჩერო"....

სხვა სიახლეები

ოქროს მდინარეები – NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა

NASA-მ პერუში ოქროს მოპოვების ამსახველი ფოტოები გაავრცელა. ფოტოებზე პერუს ტროპიკული ტყეებია ასახული, სადაც "ოქროს მდინარეები ჩანს"- ორმოები, რომლებიც ოქროს არალიცენზირებულმა მომპოვებლებმა გათხარეს.ამის შესახებ ინფორმაციას...

ჯანმრთელობა

კიდევ ერთი ვაქცინა კორონავირუსის წინააღმდეგ – აშშ–ს მარეგულირებელმა Johnson & Johnson–ის ვაქცინა ეფექტურად ცნო

ამერიკის მარეგულიერებლმა ორგანომ კორონავირუსის საწინააღმდეგო კომპანია Johnson & Johnson–ის ვაქცინა უსაფრთხოდ და ეფექტურად ცნო რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პრეპარატი უახლოეს დღეებში ის აშშ–ში...

შოუ ბიზნესი

ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ გაუპატიურების ბრალდებით საქმე აღიძრა

საფრანგეთის პროკურატურამ კვლავ დაიწყო გამოძიება მსახიობ ჟერარ დეპარდიეს წინააღმდეგ ახალგაზრდა მსახიობის გაუპატიურების ბრალდებით. საქმე ეხება 2018 წელს დეპარდიეს პარიზის სახლში მომხდარ ამბავს. სავარუდო მსხვერპლის...

ვიდეო