დიდუბეში ლიანდაგზე ქვის მასა ჩამოიშალა, შეფერხდა ბათუმის და ბორჯომის მატარებლები – რკინიგზა

დიდუბეში ლიანდაგზე ქვის მასა ჩამოიშალა, შეფერხდა ბათუმის და ბორჯომის მატარებლები – ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. მომხდარის შედეგად, დროებით შეფერხდა ბათუმი- თბილისის, თბილისი-ბორჯომის და თბილისი-ბათუმის მატარებლების მოძრაობა.  ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეორე მიმართულების ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოები.

“სამუშაოების დასრულებისთანავე მოძრაობა მეორე ლიანდაგზეც უსაფრთხოების ყველა წესის გათვალისწინებით ჩვეულ რეჟიმში განახლდება. პარალელურად, მიმდინარეობს ქვათაცვენის ადგილმდებარეობის დათვალიერება და შესწავლა შესაბამისი სპეციალისტების მიერ”. – ნათქვამია რკინიგზის განცხადებაში.