“დივერსიის შედევრი“–ექსპერტები ყირიმის ხიდის აფეთქების ორგანიზებაზე და შესაძლო შედეგებზე

ქერჩის სრუტეში, რუსეთის ტერიტორიის ანექსირებულ ყირიმთან დამაკავშირებელი ხიდის აფეთქებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ არსებობს საბოლოო ვერსია და დადასტურებული ინფორმაცია. რამ გამოიწვია აფეთქება – სატვირთო მანქანამ ასაფეთქებელი ნივთიერებით თუ რაიმე ტიპის შეტევამ ხიდზე – წყლიდან ან ჰაერიდან. ექსპერტები მთელი მსოფლიოს მაშტაბით უკვე მსჯელობენ იმაზე, როგორ შეიძლებოდა ეს აფეთქება მომხდარიყო და რა შედეგებს გამოიწვევს ის.

ჯერჯერობით უკრაინას აფეთქებასთან მისი კავშირის შესახებ ოფიციალურად არ განუცხადებია, თუმცა მინიშნებები და იუმორი ამ თემაზე უკვე იყო.  არ გამორიცხავენ იმასაც, რომ რუსებმა ეს აფეთქება თვითონ დაგეგმეს, საუბრობენ შიდა დაპირისპირებაზე სამხედროებსა და ძალოვან სტრუქტურებს შორის. ამბობენ იმასაც, რომ შესაძლოა ძალოვანები კრემლის კონტროლიდან გავიდნენ.

ასეა თუ ისე, გთავაზობთ ექსპერტების მოსახრებებს, რომლებიც ამ დროისთვის უცხოურ მედიაში აქტიურად ვრცელდება.

ბრიტანეთის არმიის ყოფილი ექპერტი ასაფეთქებელი ნივთიერებების საკითხებში, რომლის ვინაობა არ სახელდება,  ბიბისისთან საუბარში ქერჩის ხიდის აფეთქებას “ფარული დივერსიის შედევრს უწოდებს“.  მისი აზრით, ასაფეთქებელი ნივთიერებებისა და ნამსხვრევების შედეგად დაზიანებების აშკარა კვალის არარსებობა გზის საფარზე იმაზე მეტყველებს, რომ საავიაციო იარაღი არ იქნა გამოყენებული.

ექსპერტის აზრით, აფეთქების მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო შეტევა ხიდის ქვევიდან. ის ვარაუდობს, რომ აფეთქებები საავტომობილო ხიდზე და სარკინიზო გზებზე თითქმის ერთდროულად იყო ინიცირებული კოდირებული რადიობრძანების საშუალებით.

ავსტრალიის არმიის გადამდგარი გენერალი, მიკ რაიანი ტვიტერზე წერს, რომ ხიდის ასეთი ჩამონგრევისთვის ბევრი ასაფეთქებელი ნივთიერებაა აუცილებელი და მის ადგილზე მიტანას რამდენიმე ადამიანი ერთადაც ვერ შეძლებდა. ამისათვის საჭირო იქნებოდა აფეთქების კარგად გააზრებული გეგმა, რადგან რკინაბეტონის ხიდები ყველაზე მდგრადია.

“რამდენიმე სატვირთო ან რაკეტა/ბომბი შეძლებდნენ ამ მიზნის მიღწევას, თუ მათ ზუსტად მიმართავდნენ ხიდის საჭირო მონაკვეთებზე“–თვლის რაიანი.

მომხდარის რუსული ოფიციალური ვერსიით, ხიდზე სატვირთო მანქანა აფეთქდა და ამან მატარებლის 7 საწვავის ცისტერნის აფეთქება  და ორი საავტომობილო სექციის ნაწილობრივ ჩამონგრევა გამოიწვია. ამის შესახებ რუსეთის ანტიტერორისტულმა კომიტეტმა განაცხადა.

თუმცა, ხიდზე, ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად, უსაფრთხოების ძალიან მკაცრი სისტემა მოქმედებს. ნებისმიერი სატვირთო მანქანა, რომელიც ყირიმის ხიდზე შედის ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობაზე მოწმდება. შესასვლელებში განთავსებულია სტაციონარული საინსპექციო– დათვალიერების რადიოტექნიკური კომპლექსები, რომლებიც მანქანებს ასაფეთქებელი ნივთიერებების არსებობაზე ამოწმებს. შემოწმებას უშუალოდ რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს უწყებრივი დაცვის სამმართველო ატარებს და მას სახელმწიფო კონტრაქტი აქვს ხიდის დაცვაზე, რომლის ღირებულება რამდენიმე ათეული მილიონი რუბლია წელიწადში.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ იგივე უწყება იცავდა ტაგანროგის აეროდრომს,სადაც სარემონტოდ იდგა რუსეთის ერთ–ერთი ყველაზე საიდუმლო სამხედრო თვითმფრინავი, ილ–80,რომელიც ბირთვული კონფლიქტის შემთხვევაში არმიის მეთაურობისთვის არის განკუთვნილი. მას განკითხვის დღის თვითმფრინავსაც უწოდებენ. 2020 წლის დეკემბერში გაირკვა, რომ ვიღაცამ თვითმფრინავში შეაღწია და 2.5 მილიონ რუბლზე მეტი ღირებულების საიდუმლო აღჭურვილობა მოიპარა. ქურდობაში დამნაშავე ტაგანროგელი უმუშევარი და მისი მეგობარი აღმოჩნდნენ, რომლებიც დააპატიმრეს და გაასამართლეს.

“სატვირთო მანქანის ვერსია ლოგიკურია იმით, რომ პასუხს სცემს  დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერების ადგილზე მიტანის საკითხს“–ამბობს ბიბისისთან საუბრისას ებრაელი სამხედრო ექსპერტი დევიდ გენდელმანი.

რამდენად მნიშვნელოვანია ყირიმის ხიდი ხერსონის და ზაპოროჟიეს ფრონტებისთვის

სამხედრო გადაადგილებები ყირიმის ხიდზე 2018 წლიდან ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, როცა ხიდის საავტომობილო ნაწილი გაიხსნა. 2019 წელს კი  მისი სარკინიგზო ნაწილი გაიხსნა. 22 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინ თვითმხილველები ხიდის გავლით ყირიმში დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკის გადასროლას აფიქსირებდნენ.

ყირიმის ხიდი რუსეთისთვის მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური ჯაჭვია, თუმცა არა ერთადერთი. ხიდის გარდა ყირიმში  და ხერსონისა და ზაპოროჟიეს დაპყრობილ ტერიტორიებზე სამხედრო დაჯგუფებების მომარაგება კიდევ მინიმუმ სამი გზით ხდება.

რა თქმა უნდა,ყირიმის ხიდს ბევრი უპირატესობა აქვს სამხედრო მომარაგების სხვა მარშრუტებთან შედარებით. პირველ რიგში ეს სამხედრო ლოჯისტიკის თავისებურებებთან არის დაკავშირებული, რომელიც რუსეთს მემკვიდრეობად ერგო საბჭოთა კავშირისგან, კერძოდ, იმასთან, რომ ჯარის მომარაგებაში უდიდესი როლი აქვს სარკინიგზო მარშრუტებს. განსხვავებით მსოფლიოს სხვა არმიებისაგან, რუსეთში სპეციალური სახეობის ჯარიც კი არსებობს– სარკინიგზო ჯარები.

საავტომობილოსთან შედარებით სარკინიგზო ტრანსპორტი საშუალებას იძლევა ფრონტზე დიდი რაოდენობით ტვირთი სწრაფად გადაიზიდოს. ყირიმის სარკინიგზო მომარაგების შემთხვევაში, ისინი ძირითადად ჯანკოიზე მოდის– სატრანსპორტო კვანძზე ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით, საიდანაც ტვირთები ხერსონის, კრივოი  როგის და ზაპოროჟიეს მიმართულებებზე მოქმედი რუსული სამხედრო დაჯგუფებების მოსამარაგებლად იგზავნება.

რკინიგზით გადაზიდული ტვირთების მოცულობები იმდენად დიდია, რომ მუდმივი ნაკადი საჭირო აღარ არის. ყირიმში სამხედრო ეშელონების გადასროლა კრასნოდარის მხარიდან რეგულარულად ფიქსირდება, თუმცა არა ყოველდღიურად.

აგვისტოს ბოლოდან, როცა უკრაინის არმიის ხერსონის მიმართულებით შეტევის პერსპექტივა გამოჩნდა, რუსული სამხედრო ტექნიკის გადაზიდვა ყირიმის ხიდით გააქტიურდა. 26–27 აგვისტოს ხიდზე მსხვილმა სამხედრო ეშელონებმა გაიარეს, კიდევ ერთი ასეთ ეშელონი ყირიმში 1 სექტემბერს ჩავიდა. თუმცა, ექსპერტები ამბობენ, რომ ყირიმის ხიდის სამხედრო დანიშნულების გაზვიადება არ ღირს უკრაინის სამხრეთის ფრონტზე შექმნილ სიტუაციაში. საქმე იმდენად ხიდისთვის მიყენებულ ზიანში და მისი აღდენის შესაძლო ვადებში არ არის.

რუსული არმიის პრობლემები უკრაინის სამხრეთით ბოთლის ყელის ეფექტის პრობლემას უკავშირდება. მათი რეზერვები, სამხედრო ტექნიკის და საბრძოლო მასალების მარაგები დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, რომელიც ყირიმს უკავშირდება, დიდია, თუმცა მარჯვენა სანაპიროზე, ხერსონში და ბერისლავის რაიონში არსებული დაჯგუფებების მომარაგება ნელი ტემპებით ხდება–საბორნე გადასასვლელებით და ვერტმფრენებით. ხიდები მდინარე დნეპრზე და ინგულეცზე უკრაინულმა არტილერიამ დაანგრია და მათი აღდგენა ვერ ხერხდება. უკრაინული ძალები კი სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. ამის მიუხედავად, რუსეთი ძალიან მგრძნობიარედ ეკიდებოდა ყირიმის ხიდის უსაფრთხოებას. მას იცავდნენ ხმელეთიდან და ზღვიდან. ხიდი სავსეა სხვადასხვა სპეციალური საინჟინრო ნაგებობებით, ვიდეოკამერებით, რადიოტექნიკური საშუალებებით, ჰიდროაკუსტიკური სისტემებით და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებით. ხიდზე მუდმივად მორიგეობენ სპეცსამსახურები და შავი ზღვის ფლოტის სპეციალური ნაწილები, მათ შორის წყალქვეშ.

თუმცა, როგორც გაირკვა, დაცვის ეს მრავალშრიანი სისტემა უნაკლო არ აღმოჩნდა. თუმცა, თავად რუსული კონტრტერორისტული სამსახურის ვერსიას თუ დავუჯერებთ, დარტყმა იქიდან მოვიდა, საიდანაც არ ელოდნენ, ანუ რუსეთის ტერიტორიიდან.

როგორც გენდელმანი აღნიშნავს, დიდხანს განიხილებოდა, რომ უკრაინას არ აქვს რაკეტები ან საჰაერო თავდასხმის ისეთი საშუალებები,რომ დარტყმას რეალური ეფექტი ქონოდა და არა მხოლოდ  პროპაგანდისტული. ასევე, ხიდის თავზე მუშაობს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა და როგორც გენდელმანი ამბობს, როგორც ჩანს “უკრაინელებმა გადაწყვიტეს, რომ თუ ამდენი რაოდენობის ასაფეთქებელი ნვთიერება ხიდზე ვერ მიფრინდება, ის იქ სახმელეთო გზით უნდა მივიდეს.“

თუმცა, ექსპერტი ამბობს, რომ რჩება შეკითხვა აფეთქებულ მატარებელთან კოორდინაციის შესახებ: ანუ, მატარებელი ცალკე ააფეთქეს, თუ ის სატვირთოს აფეთქების შედეგად დაზიანდა.

ამის დადგენამდე კი ექსპერტი ამბობს, რომ მთლიანობაში ეს იყო კარგად კოორდინირებული ოპერაცია: მომზადება, მიწოდება, ორგანიზაცია, შემოწმების გავლა, და საჭირო მომენტში მოქმედება.

სამხედრო  მიკ რაიანი ვარაუდობს, რომ ხიდზე შეტევა შეიძლება ყირიმის დაბრუნების გეგმის ნაწილი იყოს, ან მცდელობა, რუსი სამხედროების ყურადღება უკრაინის სხვა ოკუპირებული ტერიტორიებიდან აქეთ გადმოიტანონ. მისი აზრით, ხიდის აფეთქების მთავარი შედეგია–ლოგისტიკური ჯაჭვის მოშლა, როგორც სამხედროებისთვის, ისე სამოქალაქო პირებისთვის. ხიდის აფეთქებამ უკვე გამოიწვია პრობლემები, მაგალითად საწვავით მომარაგებაში.

ყირიმის ხიდის აფეთქებამ რუსეთისთვის შესაძლოა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახადოს უკრაინის სამხრეთი რეგიონების შენარჩუნება, მაგალითად მელიტოპოლის, რადგან სამხრეთის ოკუპაციის შედეგად რუსეთი ყირიმს უკვე  სახმელეთო გზითაც უკავშირდება.

თუმცა, ხიდის აფეთქება მთელი მსოფლიოსთვის იმის დემონსტრირება იყო, რომ რუსეთს არ შეუძლია ბოლომდე აკონტროლოს არცერთი ანექსირებული რეგიონი. ახლა რუსები აქტიურად დატოვებენ ყირიმს, პუტინის და შეიარაღებული ძალების მიმართ უნდობლობა კი ქვეყნის შიგნით გაიზრდება – ამბობს რაიანი.

რუს სამხედროებს ახლა სერიოზული პრობლემები შეექმნებათ, რადგან ყირიმის ხიდი რუსეთის სამხედრო ლოჯისტიკის მნიშვნელოვოანი შემადგენელია – პროგნოზირებს ლოურენს ფრიდმანი, ლონდონის სამეფო კოლეჯის სამხედრო კვლევების პროფესორი. “მაშინაც კი, როცა რუსეთს ჯარისკაცების შთამბეჭდავი ჯგუფი ყავს, რომლებიც ჯერ კიდევ უკრაინაში არიან – კარგად შეიარაღებულები და მებრძოლები, ისინი ვერ შეძლებენ მათ მხარდაჭერას მომარაგების გარეშე“– ამბობს ფრიდმანი.

ამასვე აცხადებს უკრაინის შს მინისტრის მოადგლე, ანტონ გერაშენკო. მისი თქმით, ხიდის აფეთქება იმას ნიშნავს, რომ რუსული არმიის მომარაგება უკრაინის სამხრეთით ძალიან გართულდება. “სამხედრო ტექნიკა, საწვავი, საბრძოლო მასალები ქერჩის ხიდით კიდევ დიდხანს ვერ გაივლის“– ამბობს ის.

მთლიანობაში, ხიდის აფეთქების მიზანი ნათელია– რუსეთმა ვეღარ უნდა შეძლოს ყირიმის გამოყენება უკრაინის სამხრეთით ომისთვის საყრდენ წერტილად– თვლიან ექსპერტები. თუმცა, თანხმდებიან იმაზეც, რომ სუფთა სამხედრო კონტექსტთან ერთად, ყირიმის ხიდის აფეთქებას მნიშვნელოვანი პროპაგანდისტული ეფექტიც ქონდა. ანუ რუსეთის მმართველის რეპუტაციას დაარტყა, შესაბამისად, ახლო მომავალში ექსპერტები ურაინის ინფრასტრუქტურაზე დარტყმების გაძლიერებას ელიან, რაც რუსეთის საპასუხო ნაბიჯი იქნება მათი საკრალური მნიშვნელობის ობიექტზე შეტევის გამო.

სასტიკი ბრძოლები ბახმუტისთვის: რატომ ცდილობს რუსეთი ასე ჯიუტად ამ ქალაქის ხელში ჩაგდებას?

დონბასის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქი ბახმუტი უკვე რამდენიმე კვირაა, რაც უკრაინის ფრონტის ხაზზე ყველაზე...

მდინარაძე: “გიული ალასანია აფორმებს კონტრაქტს “გლობალ პოინტთან”, რომელმაც უნდა გაუწიოს PR-კამპანია მიშას გადაყვანას ჰუმანიტარული...

ქართული ოცნების ერთ–ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაჩე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ კონტრაქტი...

“ყველაფერს საკუთარი თვალით ნახავ“– ზელენსკიმ მასკი უკრაინაში მიიწვია

პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ, SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებლის, ელონ მასკის განცხადებებზე საუბრისას უკრაინის ომთან დაკავშირებით,...

პენტაგონი: ჩინეთს 400-ზე მეტი ბირთვული ქობინი აქვს

ჩინეთს ახლა 400-ზე მეტი ბირთვული ქობინი აქვს - აცხადებს პენტაგონი. შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის...

პოლონეთი დასავლეთ უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის ემზადება – ნარიშკინი

„რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის მიერ მიღებული ინფორმაცია მიუთითებს იმაზე, რომ ვარშავა აჩქარებს მზადებას დასავლეთ...

ცდილობთ, 9 ბრალდებულიდან რომელიმე გადაიბიროთ და რამე ათქმევინოთ, ვერ ათქმევინებთ – ფურცხვანიძე პროკურორს

"ცდილობთ, 9 ბრალდებულიდან რომელიმე გადაიბიროთ და რამე ათქმევინოთ, ვერ ათქმევინებთ" - ამ სიტყვებით მიმართა,...

კახი, თუ არ გადაიხდიან მიკროფონები და დინამიკები წამოვიღოთ – გლდანის მაჟორიტარი TV პირველის საქმეზე

დღეს, სასამართლომ „ტვ პირველს“ და ტელემწყვან მაია მამულაშვილს კახა კალაძის მიმართ 15 ათასი ლარის...

მადრიდში, უკრაინის საელჩოსთან აფეთქება მოხდა

, ესპანეთის დედაქალაქში, უკრაინის საელჩოსთან აფეთქება მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი, საელჩოს თანამშრომელი. მედია...

დასახელებულია 2022 წლის ყველაზე დაუცველი პაროლები: შეამოწმეთ არის თუ არა თქვენი სიაში

NordPass-ის ექსპერტებმა გააანალიზეს 2022 წელს მონაცემთა დარღვევის შედეგად გაზიარებული 3TB პაროლები და შეადგინეს 200 ყველაზე გავრცელებული და ამავე დროს სუსტი პაროლის სია. ათი "ლიდერი" წლიდან...

შოტლანდიელი მეცნიერები: დღეში 2 ლიტრი წყლის დალევის რეკომენდაცია შეცდომა იყო

შოტლანდიის აბერდინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ რეკომენდაცია დღეში ორი ლიტრი წყლის მიღების შესახებ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. შოტლანდიელი მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ადამიანი  სითხის დღიური ნორმის დაახლოებით...

დემი მური ბოიფრენდს დაშორდა

ამერიკელი მსახიობი დემი მური, რომელმაც ცოტა ხნის წინ 60 წლის იუბილე მხიარულად აღნიშნა, როგორც ჩანს, ისევ  მარტოა. Us Weekly-ის ცნობით, ის თავის ბოიფრენდს, შვეიცარიელ...