დმანისში კონფლიქტის უფრო დიდ მასშტაბში გადაზრდის მცდელობა გარედან იყო ინსპირირებული – ჯაღმაიძე

“დმანისში კონფლიქტის უფრო დიდ მასშტაბში გადაზრდის მცდელობა გარედან იყო ინსპირირებული”- საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, დმანისში მომხდარი დაპირისპირება გარედან იყო ინსპირირებული.

„იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ იქ ვიხილეთ, ადგილზე რომ ჩავედით, დაველაპარაკეთ ხალხს, სრულიად ცხადი გახდა, რომ ამ კონფლიქტის უფრო დიდ მასშტაბში გადაზრდის მცდელობა გარედან იყო ინსპირირებული რაღაც ძალის მიერ. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ჩვენ ვერ მოვახერხებთ, რომ დროულად აღვკვეთოთ ხოლმე მსგავსი ტენდენციები.

რა თქმა უნდა, ვერ დავასახელებ, ეს გამოვა ვარაუდები, რომელიც შეუფერებელია ახლა, რომ ვთქვა. ამ დასკვნას ვაკეთებთ იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ მოსახლეობაში განწყობა სრულიად შეუფერებელია იმ დაძაბულობისა, ვნებათაღელვისა, რაც ჩვენ ვიხილეთ.

შესაძლებელია გარკვეული მოსაზრებები გვქონდეს, მაგრამ ამის გაშლა მართებული არ იქნება, რადგან ამის დადასტურება შეუძლებელია.

რა თქმა უნდა, ეს არის ნეგატიური მოვლენა, უცნაური ფაქტია. ჩვენ ამაზე გვექნება რეაგირება, თუმცა, მანამდე საჭიროა გარკვეული კომუნიკაცია, დეტალების დაზუსტება და რა ფორმით იქნება ეს, უნდა დაველოდოთ ჩვენს საგარეო ურთიერთობათა განყოფილებას“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

ბავშვებს იბირებს, შეპირდა პირობების გაუმჯობესებას – მეუფე ნიკოლოზი ომბუდსმენზე

"ბავშვებს იბირებს, შეპირდა პირობების გაუმჯობესებას"- ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ სახალხო...

კაცს რომელმაც ცოლს სასიკვდილოდ სცემა, პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია,...

ერთი მხრივ ღრმად კორუმპირებულია და მეორე მხრივ, ცენზორი – გვარამია კახა ბექაურზე

"ერთი მხრივ ღრმად კორუმპირებულია და მეორე მხრივ, ცენზორი "- აცხადებს, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი...

მხარს დავუჭერთ საქართველოს რეფორმების გზას – ევროკავშირისა და აშშ-ს ერთობლივი განცხადება

"მხარს დავუჭერთ საქართველოს რეფორმების გზას, მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ვიმუშაოთ სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობის, მდგრადობისა...

შავშვებთან მომხდარი ავტოავარიის საქმეზე სატვირთო ავტომობილის მძღოლს 10 წელი მიუსაჯეს

2020 წლის 29 ოქტომბერს, შავშვებთან მომხდარი ავტოავარიის საქმეზე სატვირთო ავტომობილის მძღოლს გორის რაიონულმა სასამართლომ...

უნდა განვიხილოთ საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი,ეს გააცამტვერებს პუტინის გეგმებს – შაჰინი

"სერიოზულად უნდა განვიხილოთ ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების საკითხი - მათი გაწევრიანება გააცამტვერებს პუტინის...

ვერ ახერხებენ მოწმეები ცრუ ჩვენების მიცემაში წინასწარ კარგად ავარჯიშონ – ნიკა მელიას ადვოკატი

“ვერ ახერხებენ მოწმეები ცრუ ჩვენების მიცემაში წინასწარ კარგად ავარჯიშონ “- ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის,...

განვიხილეთ ოჯახის წევრების ვიზიტის შესაძლებლობა გახელაძის მოსანახულებლად – ანთაძე

განვიხილეთ ოჯახის წევრების ვიზიტის შესაძლებლობა გახელაძის მოსანახულებლად - სუს-ის წარმომადგენელმა, ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...

კოვიდის ახალ ვარიანტს “კლასიკური კოვიდისგან“ განსხვავებული სიმპტომები აქვს. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება

მედიკოსები გვირჩევენ უკიდურესი სიფრთხილე და ყურადღება გამოვიჩინოთ: კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც განსაკუთრებით ფართოდ ბრიტანეთში გავრცელდა,განსხვავებული  სიმპტომებით გამოირჩევა. კორონავირუსის კლასიკურ სიმპტომებს, როგორიც არის ხველა, მაღალი ტემპერატურა,...

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმარს საიდუმლოდ ესტუმრა

ანჯელინა ჯოლი ყოფილ ქმართან მოულოდნელი ვიზიტისას შენიშნეს. 46 წლის მსახიობი მის პირველ ქმარს, 48 წლის ჯონი ლი მილერს ნიუ იორკში ესტუმრა. ჯოლი ნიუ იორკში ბავშვებთან...